ინგლისის პრემიერლიგის მესამე ტურში „მანჩესტერ სიტიმ“ „ბორნმუთი“ 3:1 დაამარცხა. აღნიშნულ მატჩში დუბლი გაიფორმა სერხიო აგუერომ, რომელმაც 64-ე წუთზე დავიდ სილვას გადაცემით იხეირა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
პრემიერლიგის ვებგვერდის ცნობით, სილვამ და აგუერომ უშუალოდ პრემიერლიგაში 27-ე გოლში მიიღეს მონაწილეობა (სილვას პასით აგუეროს გოლი ან პირიქით). ეს კი, ინგლისის ელიტალური ლიგის ისტორიაში მესამე მაჩვენებელია.
უფრო შედეგიანად მხოლოდ ტიერი ანრი - რობერ პირესი (29 გოლი) და დიდიე დროგბა - ფრენკ ლამპარდი (36 გოლი) კომბინირებდნენ.
შეგახსენებთ, დავიდ სილვა „მანჩესტერ სიტიში“ 2010, ხოლო სერხიო აგუერო 2011 წლიდან მოყოლებული თამაშობს.