26 წლის ქართველი ძიუდოისტი ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ.) მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატი გახდა. ჩვენებურმა ისტორიულ წარმატებას იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში დაწყებულ ტურნირზე მიაღწია, სადაც ურთულესი გზა განვლო.
ჩხვიმიანმა ფინალური ორთაბრძოლა უზბეკი შარაფუდინ ლუტფილაევთან ჩაატარა, მეტოქეზე შიდოთი მეტი ჰქონდა, როდესაც გადამწყვეტ შეტევაზე წავიდა და აზიელი ვაზარიზე დააგდო, შემდეგ კი იპონიც მიაყოლა.
შეგახსენებთ, რომ ჩვენებური შეჯიბრში პირველივე წრიდან ჩაერთო, სადაც ჰონგ კონგელ იუ ლონგ ლაის იპონით მოუგო, შემდეგ კი, გაცილებით მძიმე ორთაბრძოლები გადაიტანა. ქართველმა ზედიზედ 3 რაუნდი იჭიდავა “გოლდენ სქორში” და ესპანელ ფრანსისკო გარიგოსსა და ბრაზილიელ ერიკ ტაკაბატაკეს – ვაზარებით, ხოლო უკრაინელ არტიომ ლესიუკს იპონით სძლია.
მეოთხედფინალში ლუხუმის მოწინააღმდეგე მსოფლიო პირველობის ერთ-ერთი აღმოჩენა – ტაივანელი იუნგ ვეი იანგი გახლდათ, რომელმაც ბრიტანელ ეშლი მაკკენზის, პირველ ნომრად განთესილ რუს რობერტ მშვიდობაძეს, ფრანგ ლუკა მხეიძესა და უზბეკ დიიორბეკ უროზბოევს მოუგო. საბედნიეროდ, ტაივანელის სენსაციური სვლა ქართველმა ძიუდოისტმა შეაჩერა და მას ვაზარით აჯობა.
ჩხვიმიანი ნახევარფინალში ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტად შერაცხულ იაპონელ რიუჯიუ ნაგაიამას გაეჯიბრა, დამატებით დროში კონტრშეტევაზე გამოიჭირა და ვაზარიზე დასცა.
ამ წონაში ბრინჯაოს მედლები სწორედ ნაგაიამასა და ყაზახ იელდოს სმეტოვს ერგოთ.
ქალთა სასტარტო წონით კატეგორიაში (48 კგ.) მორიგი ჯილდო მოიპოვა უკრაინელთა სუპერტალანტმა დარია ბილოდიდმა. 18 წლის გოგონამ ფინალში იაპონელი ფუნა ტონაკი ვაზარით დაამარცხა, ბრინჯაოს მედლები კი მონღოლმა ურანცეცეგ მუნხბატმა და კოსოვოელმა დისტრია კრასნიქიმ დაისაკუთრეს.
ხვალ ტოკიოში პრიზიორთა ვინაობას მორიგ ორ წონაში შევიტყობთ, ტატამზე კი 3 ქართველი ძიუდოისტი გავა. 66 კგ-მდე წონით კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილი მე-2 წრეში არგენტინელ ტალ ალმოგსა და ეგვიპტელ აჰმედ აბელრაჰმანს შორის უმჯობესს შეერკინება, ბაგრატ ნინიაშვილი კი გვინეელ მუსა კაბას გაეჯიბრება. ქალთა 52 კგ-მდე წონაში ტატიანა ლევიცკა-შუკვანი პოლონელ ალეკსანდრა კალეტას დაუპირისპირდება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
არც მარგველა იყო კარგად მომზადებული და არც ბაგრატი ფიზ მომზადრბა საერთოდ 0
უიმე პულიაევმა წააგო
ტატიანა ლევიცკა-შუკვანი საქართველოში დაბადებული და ქართული სკოლის აღზრდილია?
არა უკრაინელია. შუკვანს რომ გაყვა, მერე მიიღო საქრთველოს მოქალაქეობა.
უკრაინელმა გოგომ, რომ გაიმარჯვა რატომ უნდოდა სხვა ქვეყნის სახელით გამოსვლა? ჩვენი ქვეყანა აწარმოებდა მოლაპარაკებას, რომ საქართველოს სახელით გამოსულიყო? მე როგორც ვიცი ბოლოს განცხადა, რომ მხოლოდ უკრაინის სახელით იასპარეზებდა. გთხოვთ მიპასუხოთ! ისე პირველი დღე წარმატებული გამოვიდა იმითაც, რომ რუსები ვერცერთ მედალს ვერ შეწვდნენ, ხოლო ვის წინააღმდეგაც გულშემატკივრობდნენ ისინი ჩემპიონები გახდნენ.
ჩვენი ძლიერი ძიუდოისტები კარგად ყავთ შესწავლილი, იციან რა სტილით ჭიდაობენ, იციან როგორ აზროვნებენ (ჭიდაობის მსვლელობა მაქვს მხედველობაში) ამიტომაც უჭირთ ჩვენს ლიდერებს სულ მოგებები. მოწინააღმდეგეები წინასწარ მომზადებულები არიან თუ რა დაუპირპისპირონ ჩვენს მოჭიდავეებს თუ ძიუდოისტებს. ჩხვიმიანს ამ კუთხით არ იცნობდნენ და ძალიანაც კარგი გამოვიდა. თანაც ყველაფერში მომატებული აქვს და კარგადაც იყო მომზადებული. ცალკე ავღნიშნავ, რომ დაღლაც არ ემჩნეოდა. აწი სხვა წონებში მოწინაღმდეგეების გარდა მსაჯების დასამრცხებელი გვეყოლება. იაპონია, რუსეთი, კორეა, საფრანგეთი ... ყველანაირ სიბინძურეზე წავლენ. მე მაინც მეიმედება ჩვენი ბიჭების. კიდევ მოგველოცოს ერთმანეთისთვის მედლები და მათ შორის ოქროებიც! გფარავდეთ უფალი ყველას, ყველა ქართველს და საქართველოს გულშემატკივარს!
გილოცავთ ყველას!
ოგილოცავთ ყველას. ეს ჩხვიმიანის სიტყვებია რაც ინგლისურად დავაკოპირე
When I came here I felt that any medal would be perfect for me and of course the gold medal is an amazing feeling so thank you to the motherland of judo, Japan.
Anybody can see and everybody recognises that Georgia is one of the best teams in the world because we have results, Olympic, World and European Champions. In every category we have leaders so everyone has the ability to achieve a medal. I wish all the success to my friends and my team mates, yes it is hard to medal in Championships like this but I wish the best
იაპონელთა მწვრთნელს უტრაბახია რაღაცეები და ცვენი ნაკრების მწვრთნელი ხომ არ ეგონა თავი
ხო როგორ დამავიწყდა-ვულოცავ უკრაინელებს და მათ ულამაზეს და უძლიერეს (ეგ ცოტა უხეშად კი ჟღერს) გოგონას მსოფლიოს ჩემპიონობას!
მსჯობა
მგონია ძალიან დიდი რეზონანსი გამოიწვია ხიარის და ტაკატოს ჭიდაობის მსაჯობამ. ტიპმა ტაკატო მოპარული ჟეშტივით ათრია და მოხსნენს?! ვერ გათვალეს ალბათ რომ ფრანგს ასე არ უნდა მოქცეოდნენ და მის მერე შეწყდა იაპონელებისთვის ერთი ადგილის ლოკვა. რომ არა ეგ არც ჩხვიმიანს მისცემდნენ მოგებას ნაგაიამასთან და არც ბილოდიდს ტონაკისთან
ბილოდიდს ნაღდად მეგონა მესამე შიდოს მისცემდნენ, მაგრამ ნამდვილად ობიექტურად იმსაჯეს და მოიგო გდებამ და არა შიდომ.
პაპინაშვილი
პაპინაშვილმა კი წააგო ტენდეციური მსაჯობით რადგანაც პაპინას გდება უფრო იყო შესაფასებელი ვიდრე მეტოქის მაგრამ ვისთან წააგო პაპინამ? მას ამგვარად რომ წაეგო ტაკატოსთან, ნაგაიამასთან, დაშდაავასთან, მშვიდობაძესთან, ლუფტალიევთან, სმეტოვთან, ჩხვიმიანთან, თუნდაც იმ ტაიპელთან ვიტყოდი რომ მსაჯებმა წააგებინეს მაგრამ წააგო ამათთან შედარებით ძალიან სუსტ მეტოქესთან და გათანაბრდა ჭიდაობა და ყველა მაგარია არასერიოზული არგუმენტია. ყველა მაგარია კი არა არაფერს წარმოადგენენ ამათთან შედარებით დანარჩენები დღესდღეობით ძიუდოში.
წონის ამოგდებაზე აქ რამდენიმემ დაწერა მაგრამ 60 და 66 რომ დაწერა ვინმემ ასეთი არ წამიკითხავს. იყო 73-ზე საუბარი ისიც ლაშას ტრამვის გამო. მე მაშინაც დავწერე და ახლაც იმავე აზრზე ვარ: ამ 2 წონაში ირკვევა ოლიმპიადის საგზურის ბედი (ერთში გაირკვა 99 პროცენტით) და მართალიც იყო ამ წონების გაორება. მძიმეში თუშიშვილი ძალიან უკონკურენტოა ამ ოლიმპიადისთვის მიუხედავად ზაალიშვილის მიმართ დიდი პატივისცემისა. 81 კილოში კი კონკურენტები ძალიან ახალგაზრდები არიან და მათ სხვებზე მეტად შეუძლიათ მომატება და დიდი ალბათობით მომავალ ევროპის ჩემპიონატზე გაარკვევენ ოლიმპიადაზე წამსვლელის ვინაობას.
გილოცავთ ყველას და მადლობა ლუხუმს ამ გამარჯვებისთვის. ფინალურ ბლოკს ვერ ვუყურე და ერთი სული მქონდა სახლში როდის მოვიდოდი რომ გადახვევით მეყურებინა და .... ყოჩაღ ლუხუმს. თქვენ რომ ყვიროდით სიხარულის ყიჟინას საქმეში ჩახედული მეზობელი კი მიხვდებოდა მიზეზს მაგრამ მე ამ შუაღამით რომ ვყიროდი
ისე სეკუნდანტად ავალიანი ახლახანს გამოჩნდა და კი აღმოჩნდა ფეხბედნიერი
სეკუნდანტების სისტემა ამართლებს ლუხუმის და გურამის შემთხვევაში, ხო არ იცით დანარჩენი ძიუდოისტების სეკუნდანტები ვინ არიან?
მომეჩვენა თუ ნაკრების წევრები არ ესწრებოდნენ დარბაზში მე რაგაც ვერავინ დავინახე. და თუ მასეა ეს ძალიან ცუდია
იქნებ რაიმე სხვა მიზეზია?სულ ცუდისკენ რატომ გაგვირბის გონებაა.
არავითარი სხვა მიზეზი არ არსებობს, ნაკრები გახლეჩილია სვანებად გორელებად და დანარჩენ ნაკრებად და ძალიან არაჯანსაღი სიტუაციაა ნაკრებში და სამწუხაროდ გუნდური აღარაა მარტო კაცებში თორე საინტერესო სანახავი იქნება ერთად ხილვა სპორცმენების.
მარტო ლიპოს მილოცვა დავინახე
სხვა სვანი არავინაა ნაკრებში და ვინ მიულოცავდა.
ხოო ეგაც გამიკვირდა, რადგან ჩხვიმიანი მესტიიდან არის - ზემოსვანია და ლიპო კიდევ ლენტახელი ანუ ქვემოსვანი.
სვანი სვანია, ზემოს და ქვემოს არ აქვს მნიშვნელობა
ვიხუმრე და ამ დაქსასულობას გავუსვი ხაზი
+
ლენტეხელი
გულწრფელად ვაღიარებ, ნამდვილად არ მჯეროდა ლუხუმის არათუ ჩემპიონობის, არამედ ბრინჯაოს მედლისაც კი.
შენ გაიხარე ლუხუმ შენს ოჯახთან და ყველა შენთვის ძვირფას ადამიანთან ერთად, დაილოცოს შენი აღმზრდელი მშობლები, მუდამ გამარჯვებული გამყოფოს უფალმა საქართველოს სასახელოდ და სადიდებლად.
გულწრფელად გიხდი ბოდიშს, რომ არ მჯეროდა შენი და უაღრესად დიდ მადლობას გიხდი ამ სიხარულისთვის.
ყოჩაღ ლუხუმს ვულოცავ მთელი გულით) თუმცა არც მე არ ველოდი ოქროს ბევრი თქვენგანივით) ლუხუმი არასოდეს ყოფილა გამორჩეული ძიუდოისტი ეს წელია რაც წარმოჩინდა როგორც წონის ერთ-ერთი ლიდერი. არ გამოირჩევა განსაკუთრებული ტექნიკით როგორ ბექა, ლიპო,ზვიადაურები. უფრო ცირეკიძის სტილი სპორტსმენია, ძლიერი ფსიქიკით და არცთუ სანახაობრივი თუმცა ეფექტური და პრაგმატული ჭიდაობით
ისე ახლა ვუკვირდები და ქართული ფინალიც შეიძლებოდა თავისუფლად უბრალოდ ტაკატოს უსუფთავებდენენ გზას ასე მგონია
საპრიზო ფონდი ერთი მილიონი დოლარია და გამარჯვებულს რამდენს აძლევენ ხომ არ იცით? რაც იქნება ალალია
25000 აშშ დოლარი
კარგია, არაა ცოტა. ჩვენი ფედერაციაც დაუმატებს ალბათ
ბიუჯეტიდან პრემიებია 85 ათასი ლარი მსოფლიოს მოგებაზე ოლიმპიურ სახეობაში, 68 ათასი - ვერცხლის მედალზე, ხოლო 51 ათასი - ბრინჯაოზე. თუმცა ეგ მოქმედებდა 2014 წლიდან, იმის მერე ინფლაცია თუ შეეხოთ, არ მინახია. (წესით უნდა მოემატებინათ).
5000 - მწვრთნელს
ათი წელია ლიპო გვყავს და პირველი სვანი მსოფლიოს ჩემპიონი ძიუდოში ჩხვიმიანი გახდა

Lipos iaponelebis sindromi chirs da....
100სა და +100ში უეჭველი უნდა ველოდოთ ოქროს. დალშე ვნახოთ რა იქნება.ისე არაფერია გამორიცხული,73ში ონო არაფრის დამთმობი არაა ეგ ნაღდად ვიცი.66ში ალბათ იაპონია აღარ გაუშვებს ოქროს მედალს,რავი წესით ეხლა იაპონლები აღარ დათმობენ ამ 2 წონაში ოქროს,დალშე აღარ მგონია ოქრო მეტი აიღონ კაცებში იაპონლებმა.
ხო იმედია ვარლამი და გურამიც დადებენ ოქროებს.ნუ ლიპოს უფრო გამიხარდებაა.გურამიმ კი მოიგო მსოფლიო უკვე.
73 ძალიან რთული წონაა ონოს კი არა არავის ექნება რამე განაღდებული მანდ ბოლო ბოლო აზერებს ყავთ მანდ 2 ძალიან ძლიერი მოჭიდავე ჩანგრი ანი რო დავივიწყოთ და მონღოლები
ჩანგრი ანი სადაა ბაულ ანის გზაზეა?ტიპეპს რა მოჭიდავეები ყავთ და მალავენ

ონოს ლაშა დააგორებს იპონზე :-D (H)
სასწაული ჩაიდინა მართლა.საღოლ ,ძმაო !
ახლა მეცინება, წინა დღეებში რომ ვპროფესორობდით ჩემი ჩათვლით დაბალი წონა რატო გააორესო, არავითარი შანსი არა გვაქვსო და ა.შ. მწვრთნელებს ჩვენზე მეტი სცოდნიათ )))
ჩემზე მეტი თუაღარ იციან მაშინ აღარ ყოფილა საშველი.
თუმცა მაგათ პიროვნულ თვისებებს არ გავკარი ყველასას რა დღეში ჩააგდეს ნაკრები 3 ნაწილად არიან გაყოფილები და ერთმანეთის ჭიდაობებს არ ესწრებიან, თუმცა რა გულით უნდა დაესწრონ ზოგს თვითმრინავში ცემენ და ზოგს სასტუმროში.
კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ
პირველ რიგში თავის თავთან აქვს ნამუშევარი ძალიან კარგად და სწორად,აქ მიკვირს ზოგიერთს რატო ფიქრობდა ლუხუმის წარუმატებლობას,ეს ბიჭი დღითიდღე ვითარდებოდა და ამ მიზნამდე ძალიან სწორად და ვაჟკაცურად მივიდა,ლუხუმ შენ დღეს მთელი საქართველო და მთელი ჩემი დედულეთი ასახელე,შენ გაიხარე ქართველო
რატო და გადახედე ლუხუმის კარიერას და წლევანდელი წლის გარდა რა სერიოზულ შედეგებზე შეგიძლია ვისაუბროთ, მერე გადახედე აზიელებთან მის ჰალანსს და რა იმედებზე იყო საუბარი ვისაც ღეს უშანსოდ მოუგო ადრე იმ ხალხთან უშანსოდ მარცხდებოდა თან ტაკატო და ნაგაიამა იყო ამ წონაში ორი უძლიერესე სპორცმენი ამ წონის.
იაპონელს იაპონიაში რო მოუგო თანაც ასეთ ბრძოლაში ვიფიქრე მორჩა აწი ბაყბაყ დევიც რომ დაეჭიდოს ფინალში იმასაც დაანგრევს მეთქი! ისე დაბალ წონებში (თანაც აზიის კონტინენტზე სადაც იაპონია კორეა მონღოლები არავის არაფერს უთმობენ) ოქროს კი არა ერთი კინკილა მედლის იმედი ძლივს მქონდა და ოქრო დავითრიეთ უკვე ! და იქნება ხვალაც გავაგოროთ ერთი ოქრო
საშინლად რთული ბადე ქონდა ყველაფერთან ერთად და ეს ბადე რომ ვნახე მითუმეტეს არაფრის იმედი არ მქონდა. ჯერ იყო და 7 შეხვედრის გამართვა უწევდა და მეორე შეხვედრიდან უკვე სერიოზულ სპორცმენებთან უწევდა ჯახიი.
მეც ეგრე ვიყავი და ეს რა ქმაა !! თუ ასე გააგრძელა ოლიმპიადაზე 1 ოქრო განაღდებული გვაქვს (H)
ახლა მეორე საკითხს შევეხოთ ამ არეულ ნაკრებში ვინ მოახერხა ჩხვიმიანის ასე კარგად მომზადება როგორც ფსიქოლოგიურად ისე ფიზიკურად და ტაქტიკურად?
მწვრთნელი ვინ იყო არ ვიცი, მაგრამ ლიპოსთან ერთად რომ მოემზადა ზუსტად ვიცი.
ასეთი მომზადება ნამდვილად გასაკვირი იყო იმის ფონზე რაც ნაკრებში ხდება, ცალცალკე ვარჯიშები და ხშირ შემთხვევაში სუსტი სპარინგარტნიორები და უამრავი სხვა დეტალი რაზე საუბარიც შორს წაგვიყვანს.
გინდა ყველა შეხვედრის ლინკი?
გამოუშვი სიამოვნებით ვუყურებ
stripslashes((strlen('https://judobase.ijf.org/#/competition/profile/1751/contests')>0?'https://judobase.ijf.org/#/competition/profile/1751/contests':'https://judobase.ijf.org/#/competition/profile/1751/contests'))
32 წუთი და 22 წამი მოანდომა 7 შეხვედრის მოგებას ლუხომ, ხოლო ფინალისტმა - 13 წუთი და 29 წამი.
ფიზუკურად ფაქტია რომ კარგად იყო მზად და არცერთ შეხვედრაში რასაც ვუყურე დაღლა არ დატყობიაა. ბოლო 3 ჭიდაობა ვნახე ლუხუმის ნაგაიამასთან ჩანაწერს ვუყიტე.
ფინალისტმა 6 შეხვედრა ჩაატარა.
ყოჩაღ, ყველას გილოცავთ ამ წარმატებას..
მაგრამ რატო იძლევიან მსაჯები ყოველ თანაბარ ჭიდილზე შიდოს საქართველოზე? რატო არ გვითვლიან ვაზარებს?
რას აკეთებს ამ აშკარა დაჩაგვრაზე ჩვენი ინტერესების დამცველი ფედერაცია?
მადლობა ლუხუმ ასეთი ბედნიერების და სიხარულის მონიჭებისთვის,უნდა იამაყოს საქართველომ შენნაირი ვაჟკაცებით
სვანეთი ამაყია, საქართველო ამაყია, ძიუდოს სამშობლოში ქართველი ღირსეული ჩემპიონია, გაიხარე ლუხუმ ძმაო, ჩვენი მოდგმის გამარჯვებისა მრავალჟამიერ !
იმედია, ლუხუმის ჩემპიონობა, უკეთ დაანახებს ხალხს, თუ როგორი არასწორი დამოკიდებულებებია, ხშირ შემთხვევაში, საქართველოში: გამორჩეულად ნიჭიერს (ანუ, ამ შემთხვევაში, წმინდა საჭიდაო მონაცემებით გამორჩეულს) აქვს აკიდებული უსაშველო ტვირთი, ხოლო დანარჩენს ყურადღებას დიდად არავინ აქცევს - ეს კი, საბოლოოდ, ყველასთვის ცუდია.. უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერ საქმეში, ტვინია მთავარი და ვის მეტი ტვინი ანუ მოხერხებულობა აქვს, ეს, ასე იოლი დასადგენი არაა და დიდი დაკვირვებულობაა საჭირო.. ამასთან, ერთი, წლების განმავლობაში ანვითარებს თავის გონებას, მეორე კი არა/ვერა.
ჩვენთან კი, როგორც წესი, 5 წუთში "შიფრავენ" ხალხს
იქნებ ეს კარგიც არის ?
ნაკლებად ნიჭიერს რომ განსაკუთრებული პასუხისმგებლობაც აჰკიდო, შეიძლება სულ გაგიჟდეს.


აი ეხლა რომ ვერ მოეგო მედალი ჩხვიმიანს, ერთ-ორ უკმაყოფილო ფრაზას დავწერდით, მერე თავს დავიმშვიდებდით მაინც იაპონელებისაა ეს წონაო და ვსიო
მაგრამ აბა ღვინიაშვილი დარჩეს უმედლოდ... უკვე ვიცი რაც დაიწერება (მეც დავწერ), რომ ახალგაზრდულის მერე ვეღარ ვითარდება, სათანადოდ არ ვარჯიშობს, არაფერს იკლებს და ა.შ.
ჩემი აზრით ასე ხდება ყველგან.
როგორ გეკადრება.. ჩვენთან როგორი გამორჩევა და ათვალწუნებაც იციან, ეგეთი არამგონია სადმე იცოდნენ, დედამიწის ზურგზე - მოგაკრავენ იარლიყს და "ვსიო"..
..მაგრამ აქ სხვა რაღაცაზე მაქვს აქცენტი: მარტო მონაცემები (რომელიც, თინეიჯერულ/ახალგაზრდულ დონეზევე, ჩანს), არ კმარა დიდი წარმატებების მისაღწევად და აი, რაც მერეა საჭირო, მაგის (ანუ ტვინის) მნიშვნელობის შეფასება/დაფასება არ ხდება საქართველოში, ხშირ შემთხვევაში - ლუხუმის შემთხვევა, იღბლიანი შემთხვევვაა, როგორც ჩანს
რთული სათქმელია. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას - ჩხვიმიანი ან საფუძვლიანად შეიცვალა და ამიერიდან ფავორიტებში იქნება სულ, ან არადა უბრალოდ იღბლიანი სეზონი აქვს. ასეთებიც ხდება ხოლმე.
ხოდა, მაგ შეცვლაშია საქმე..
ლუხუმისნაირები კი, ისეთი ფავორიტები არასდროს იქნებიან, როგორც "ჩვენი ფავორიტები" არიან..
ეგარი ზუსტად და რას ვიზამთ ბექას დონის ტალანტს ჩბენზე უფრო განვითარებულ ქვეყნებშიც არ აპატიებდნენ წარუმატებლობას, რადგან გულშემარტკივრობა როდესაც გაქვს კრიტიკაც უნდა აიტანო ეს ბუნებრივიაა.
კი ეგ ცუდი მომენტიაა.ჭრიკს რაც მოუვიდა ოლმპიადაზე მაგიტო მოუვიდა წიასწარ კაცს დავაკისრეთ გინდა თუ არა ოქრო დადეოო და არაა ეს სწორი.ასე ფსიქოლოგიურად მძიმდება სპორტსმენი.
პროგრამა მინიმუმი არ უნდა დაუწესო ოქრო რათქმაუნდა, თორე შეგიძლია მოგებაო რომ აგრძნობინებ ეს სპორცმენისთვისაც უკეთესია თავდაჯერებისთვის.
Chxvimianis nagaiamastna chidaoba ssd vnaxo, dadet vinmem linki raa
stripslashes((strlen('https://judobase.ijf.org/#/competition/contest/wc_sen2019_m_0060_0127')>0?'https://judobase.ijf.org/#/competition/contest/wc_sen2019_m_0060_0127':'https://judobase.ijf.org/#/competition/contest/wc_sen2019_m_0060_0127'))
Shen gaixare Luxum,namdvili qartveli Kavi,Saman shennairi xalxi asaxelebs chvend qveyanas gadasheneba ar gviweria,samagalito kaci,ramdeni aqvs Tavis tavtan namushevari,ai eg Ari's professionalizmi namdvili
გაიხარე ჩხვიმო...მადლობა საქართველოს გახარებისთვის.
ვულოცავ ტერმინატორს გამარჯვებას მტელი გულით ვბალეშიკობდი ნაგაიამას რომ მოუგო მეზობლები სჰემომიცვივდნენ რა გაყვირებს ხო მშვიდობააო..დდდ ვიცოდი რომ ნაგაიამას მერე ფინალს უეჩველი მოიგებდა და ესეც მოხდა ...ეხა ეს მაინტერესებს ამ საიტზე ბევრი ცერდით 60 და 66 რატომ გააორეტ ვაფშე არ წაგეყვანატ არავინო სად ხარტ ეხაა? გამოდით მწვრთნელის მაგივრად რომ ღებულობთ გადაჭყვეტილებებს ბოდიში მაინც მოიხადეთ
და რატომ გგონია რომ გაორების მოწინააღმდეგეები მაინცდამაინც ევროპის მოქმედი ჩემპიონის სახლში დატოვებას ითხოვდნენ? პირადად მე ვამბობდი რომ პურველ 3 წონაში 5 კაცის მაგივრად 3-ც საკმარისი იქნებოდა თქო.
მეორედ ვწერ საუბარი მაქვს იმ კომენტარის ავტორებზე ვინც ითხოვდნენ 60 66 საერთოდ დატოვებას
საერთოდ გამოტოვებას არა. ჩხვიმიანის წასვლას ეჭვქვეშ არავინ აყენებდა. ევროპის ჩემპიონატი მოიგო, მაგრამ პაპინაშვილის და -66-ში კი ერთ-ერთის დატოვება ჯობდა და გრიგალაშვილის და ზაალიშვილის წაყვანა ჯობდა და მაინც ამ აზრზე ვიქნები ხვალ მაგველაშვილმა და ნინიაშვილმა ოქრო-ვერცხლი რომც აიღონ. პერსპექივისთვის ასე ჯობია თუმცა გამარჯვებულებს არ ასამართლებენ.
მასეთი კომენტარის ავტორს ნამდვილად ვერ ვიხსენებ, მაგრამ პაპინას ამოგდება 100 კაცი ვითხოვდით და მის ნაცვლად 81 ან მძიმეს გაორებას.
ზუსტად მეც მაგ აზრზე ვიყავი
კომენტარის დაწერა თუ გადაწყვეტილების მიღება ყოფილა არ ვიცოდი
კი ვწერდით, რომ პაპინას უნდა დაესვენა, ასევე ვწერდით, რომ 66 არ უნდა გაეორებინათ და მათ ნაცვლად 81 და მძიმე უნდა გაეორებინათ.
გადაწყვეტილებას რაც შეეხება კომენტარის დაწერა საკუთარი აზრის გამოხაატვაა და ვინც ამბობდა რომ 60 66 საერტოდ არ წაიყვანოთო ისინი საკუთარი აზრით აკნინებდნენ მაგ წონაში მოასპარეზე დზიუდოისტებს და მგონი დღეს პირადად ლუხომს იგივე კომენტარით ბოდიშ რომ მოიხადონ ვაშკაცური ნაბიჯი იქნება მათი მხრიდან
არა ძმაო მე მათზე მაქვს საუბარი ვინც საერთოდ დატოვებას ითხოვდნენ
ვიღაცას მგონი კი ეწერა მაგრამ მე უფრო 73 კილოს ამოგდებაზე იყო მგონია საუბარი და მაგასაც ვეწინააღმდეგებოდით რომ ჯობია ყველა წონაში გვყავდეს სპორცმენი ვიდრე ორ-ორი სხვა წონებშიო და არ ვიცი მე მარტო ეს მახსენდება.
73 ამოგდებაზე მე დავწერე, იმიტომ რომ ვიცოდი შავდათუაშვილს ტრავმა რომ ჰქონდა, თორემ -60-ში და -66-ში თითო კაცის წაყვანას ვუჭერდი მხარს, თუ შავი ვერ შეძლებდა მაშინ -66-ის გაორებას ვემხრობოდი. აი 60-ის არც ერთ შემთხვევაში არ გაორებულიყო
ლუფტილიაევი, ურაზბოევი, სმეტოვი, ტაკატო, ნაგაიამა, მშვიდობაძე, პაპინა და კიდევ შეიძლება რამდენიმეს დასახელება ვისგანაც არ გამიკვირდებოდა ამ მსოფლიოს მოგება! აი ჩხვიმიანისგან კი...
გილოცვთ, ბრავო ლუხუმ, მაგარტი კაცი ხარ გენაცვალე