ფეხბურთი

10:45 | 25.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლევანდოვსკი: "კლუბთან შეთანხმება თითქმის მიღწეულია"

პოლონეთის ეროვნული ნაკრების და მიუნხენის "ბაიერნის" თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ "შალკესთან" მოგებული მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ ახალი კონტრაქტის გაფორმაბაში 95 პროცენტითაა დარწმუნებული.

"ახალ კონტრაქტზე შეთანხმება შედგა? ჯერ არა, მაგრამ ალბათობა მაღალია, დაახლოებით 95 პროცენტი. შემიძლია მაღალ დონეზე თამაში, ამის პოტენციალი მაქვს და ვცდილობ გუნდს დავეხმარო. მნიშვნელობა არ აქვს ვის გვერდით ვთამაშობ, ყოველთვის ვცდილობ გოლები გავიტანო." - ციტირებს რობერტის სიტყვებს Sky Sports-ი.

ლევანდოვსკიმ ბუნდესლიგის მეორე ტურში "შალკეს" სამი გოლი გაუტანა და მისი ჰეთთრიკის წყალობით გუნდმა მეორე მატჩი მოიგო. პირველ შეხვედრაშიც "ბაიერნის" მხრიდან გოლები პოლონელმა გაიტანა. გასულ სეზონში კი თავდამსხმელმა 47 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 40 გოლი და 13 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124253