ფეხბურთი

0:48 | 25.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

პრიმერა: „რეალმა“ პირველი ქულები დაკარგა

მადრიდის „რეალის“ საკადრო პრობლემები მოგეხსენებათ, რამდენი ფეხბურთელი შეიძინეს ამ ზაფხულს და ყველა ტრავმირებულია. პირველ ტურში არცერთ ახალწვეულს უთამაშია, ამჯერად კი ბოსნიაში დაბადებული სერბი, ლუკა იოვიჩი გამოჩნდა.

ზიდანი ბეილს და ხამეს როდრიგესს ბოლო შანსს აძლევს და ამჯერად ორივე სასტარტო შემადგენლობაში გაამწესა.

პირველ ტაიმში „სამეფო კლუბს“ დიდი სათამაშო უპირატესობა ჰქონდა, რომელიც გოლებში არ გამოსახულა. ხამესმა რამდენიმე კარგი მომენტი ვერ გამოიყენა. რა თქმა უნდა, უზუსტო იყო კარიმ ბენზემაც.

მთავარი ამბები ბოლო წუთებში მოხდა. შეცვლაზე შესულმა იოვიჩმა ხარიხას გაარტყა ბურთი.

82-ე წუთზე კი ვარანის პასით ბენზემამ მაინც გახსნა ანგარიში. თუმცა, მასპინძლებს დიდ ხანს არ უზეიმიათ. მალევე, „რეალის“ აღზრდილმა, ოსკარ პლანომ, სერხი გვარდიოლას საგოლედ უპასა და ანგარიშიც გათანაბრდა. ფრე - 1:1. რომელიც მადრიდულ კლუბს მაინცდამაინც არ მოეწონებოდა. „ვალიადოლიდი“ კი კმაყოფილი უნდა იყოს შედეგით.

დღის გვიან მატჩში, „დიდი ოთხეულის“ კიდევ ერთი წარმომადგენელი, „ვალენსია,“ სტუმრად, ვიგოში, „სელტასთან“ დამარცხდა. ერადერთი გოლი გაბრიელ ფერნანდესმა გაიტანა დენის სუარესის გადაცემით. სუარესმა კი წამატებულ წუთებზე პენალტი გააცუდა. მეკარემ აუღო.

ესპანეთი

პრიმერა. 2 ტური. 24 აგვისტო

რეალი - ვალიადოლიდი 1:1

მადრიდი. „სანტიაგო ბერნაბეუ.“ 63 037

1:0 ბენზემა (82), 1:1 სერხი გვარდიოლა (88)

რეალი: კურტუა, მარსელო, ვარანი, რამოსი, კარვახალი, კროოსი, კაზემირო, ისკო (იოვიჩი 68), ხამესი (ვინისიუსი 57), ბეილი, ბენზემა (ვასკესი 90)

მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი

ვალიადოლიდი: მასიპი, ნაჩო, ოლივასი, მოიანო (რუბიო 59), სალისუ, სან ემენტერიო (ანუარი 84), პლანო, მიჩელი, პორო (ანტონიტო 80), უნალი, სერხი გვარდიოლა

მწვრთნელი: სერხიო გონსალესი

მსაჯი: გონსალეს ფუერტესი

გაფრთხილება: კროოსი (73), კაზემირო (90+2); სან ემენტერიო (33), რუბიო (90+5)

სელტა - ვალენსია 1:0

ვიგო. „ბალაიდოსი.“ 20 034

1:0 ფერნანდესი (15)

90+3 წუთზე დენის სუარესმა ვერ გამოიყენა პენალტი (მეკარე)

სელტა: რუბენი, კევინ ვასკესი, არაუხო, აიდუ, ოლასა, ბელტრანი, ლობოტკა, მენდესი (დიოპი 78), დენის სუარესი, ასპასი (მალიო 90), ფერნანდესი (მინა 74)

მწვრთნელი: ფრან ესკრიბა

ვალენსია: სილესენი, პიჩინი, (ტორესი 67), გარაი, პაულისტა (დიაკაბი 61), გაია, ვასი, კონდოგბია, პარეხო, გედეში, გომესი (როდრიგო 61), გამეირო

მწვრთნელი: მარსელონო

მსაჯი: ალეხანდრო ერნანდესი

გაფრთხილება: ოლასა (48); გაია (62), პარეზო (90+1)

ოსასუნა - ეიბარი 0:0

ხეტაფე - ატლეტიკი 1:1

0:1 რაულ გარსია (6), 1:1 ხაიმე მატა (12)

23 აგვისტო

გრანადა - სევილია 0:1

0:1 ხორდანი (52)

ლევანტე - ვილიარეალი 2:1

0:1 ხერარდი (3), 1:1, 2:1 როხერი (68, 73, ორივე პენალტით)

0.111475