ფეხბურთი

19:17 | 24.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ვერ გაიტან, გაგიტანენ...

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 25-ე ტურში საჩხერის „ჩიხურასა“ და თბილისის „ლოკომოტივს“ შორის დრამატული ბრძოლა შედგა. ივანწმინდაში გულშემატკივარმა ყველაფერი იხილა, რისი ხილვაც შესაძლებელია - 3:2.

„ლოკომოტივმა“ 32-ე წუთზე პენალტის დარტყმის უფლება მიიღო და ბურთთან თემურ შონია მივიდა. „რკინიგზელთა“ შუახაზელის ცუდი დარტყმა კი დინო ჰამზიჩმა აიღო. ბოსნიელმა საკუთარი გუნდის შეტევა უმალვე დაიწყო, რაც მიშიკო სარდალიშვილის საჯარიმოში წაქცევით დასრულდა. „ლოკომოტივის“ პენალტიდან წამებში უმაღლესი საფეხბურთო სასჯელით უკვე თავად სტუმრები დაისაჯნენ. შონიასგან განსხვავებით კორიფაძეს პრობლემა არ ჰქონია და მასპინძლები დააწინაურა.

„ჩიხურას“ სიხარული 4 წუთი გაგრძელდა. ბიძინა მახარობლიძის კარგი თამაშის შემდეგ ირაკლი სიხარულიძემ ცარიელ კარში შეძლო გატანა - 1:1.

მეორე ნახევარი სოსო ფრუიძის გუნდის აქტივობით დაიწყო და ირაკლი ლექვთაძის პასით სარდალიშვილმა კიდევ ერთხელ წინ გაიყვანა თავისიანები. 75-ე წუთზე კი „ჩიხურამ“ კიდევ ერთი კონტრშეტევა დაასრულა შედეგიანად. „ლოკომ“ საჯარიმო ცუდად გაითამაშა, რაც საკუთარ კარში გაშვებულ გოლად დაუჯდა - ამჯერად, ლექვთაძემ იხეირა დეკანოიძის პასით.

მართალია, მსაჯის კომპენსირებულ დროში შონიამ საჯარიმო დარტყმა გაიტანა, მაგრამ ეს „ლოკომოტივს“ ვერაფერში წაადგა.

„ჩიხურამ“ მოუგებელი სერია დაასრულა, 31 ქულა დააგროვა და მე-6 ადგილზე იმყოფება. „ლოკომოტივი“ კი 36 ქულით ევროპა ლიგის ზონაშია, მეოთხე პოზიციაზე.

„ჩიხურა“ – „ლოკომოტივი“ 3:2 (1:1)

გოლები: 1:0 კორიფაძე (33, პენ), 1:1 სიხარულიძე (37), 2:1 სარდალიშვილი (50), 3:1 ლექვთაძე (73), 3:2 შონია (90)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113115