„პარი სენ ჟერმენის“ თავდამსხმელის, ნეიმარის სატრანსფერო საგას დასასრული არ უჩანს. ბრაზილიელი გუნდთან ერთად ვარჯიშობს, მაგრამ განაცხადში ვერ ხვდება. აღნიშნულის მიზეზი პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა ტომას ტუხელმა განმარტა.
„ნეიმარი კარგადაა, კარგ ფორმაშია, მაგრამ ხელმძღვანელობის პოზიცია მასთან მიმართებაში ნათელია: სანამ სუტიაცია ნათელი არ იქნება, მოედანზე არ გავა“, - თქვა ტუხელმა.
შეგახსენებთ, რომ ნეიმარს დიდი ხანია „პარი სენ ჟერმენის“ დატოვება და „ბარსელონაში“ დაბრუნება უნდა. გარდა ამისა, მადრიდის „რეალსა“ და ტურინის „იუვენტუსსაც“ უკავშირებენ.