ფეხბურთი

16:20 | 24.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნმა" ლევანდოვსკის ახალი კონტრაქტი გაუმზადა

მიუნხენის „ბაიერნი“ და რობერტ ლევანდოვსკი კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებენ. Bild-ის ცნობით, მხარეები სულ მალე მოლაპარაკებებს დაიწყებენ და სავარაუდოდ, შეთანხმების მიღწევა არ უნდა გაუჭირდეთ.

ლევანდოვსკის მოქმედი ხელშეკრულება 2021 წლის ზაფხულში ეწურება, ხოლო „რეკორდმაისტერი“ მას კონტრაქტის ორი წლით გახანგრძლივებას სთავაზობს. ფინანსური დეტალები კი ამ ეტაპზე არ ხმაურდება.

ლევანდოვსკი „ბაიერნს“ 2014 წლის ზაფხულში „დორტმუნდიდან“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. მას შემდეგ გერმანული გიგანტის რიგებში 245 მატჩი ჩაატარა, 194 გოლი გაიტანა და 47 საგოლე პასი მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117783