საქართველოს ნაკრების ყოფილი კალათბურთელი ვიქტორ სანიკიძე სალონიკის „არისის“ სპორტული დირექტორი გახდა. აღნიშნულ ცნობას ბერძნული გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად ავრცელებს.
სანიკიძე ბოლოს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდის პრეზიდენტი იყო, რომელსაც სუპერლიგაში აღზევებამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა.
სანიკიძე „არისში“ 2016-2017 წლების სეზონში თამაშობდა და სწორედ იქ მიიღო უმძიმესი ტრავმა, რის გამოც კარიერის ნაადრევად და იძულებით დასრულება მოუწია.
სანიკიძეს სხვადასხვა დროს ფრანგული „დიჟონის“, ესპანური „სარაგოსას“, „ესტუდიანტესის“, იტალიური „ვირტუსის“, „სიენას“, რუსული „უნიკსისა“ და „თურქული „ანკარას“ რიგებში უთამაშია.