ჩოგბურთი

1:27 | 24.08.2019 | ნანახია 784 - ჯერ

ბოლქვაძე აშშ-ს ღია პირველობის ძირითად ბადეშია!

21 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა მარიამ ბოლქვაძემ აშშ-ს ღია პირველობის კვალიფიკაცია დასძლია და დიდი სლემის ტურნირის ძირითად ბადეში კარიერაში პირველად მოხვდა.

ბოლქვაძისთვის ისტორიული ნიუ იორკში მიმდინარე შეჯიბრი აღმოჩნდა, სადაც მან საკვალიფიკაციო ბადეში 3 გამარჯვება იზეიმა.
შეგახსენებთ, რომ მარიამმა საწყის შეხვედრაში მე-8 ნომრად განთესილი ბრიტანელი ჰიზერ უოტსონი 6:4, 6:2 დაამარცხა, შემდეგ სამხრეთკორეელ ნა-ლაე ჰანს 2:6, 6:2, 7:5 სძლია, დღეს კი, გადამწყვეტ თამაშში ჩინელ შილინ ქსუს აჯობა – 6:4, 2:6, 6:4.
მატჩი 2:13 საათს გაგრძელდა და ძალიან დაძაბული გამოდგა. მარიამმა პირველ სეტში იმარჯვა, შემდეგ უპირატესობა აზიელის მხარეს გადავიდა, მე-3 სეტში კი კვლავაც ქართველმა ჩოგბურთელმა იყოჩაღა: 3:0 დაწინაურდა და საქმის ბოლომდე მიყვანა შესძლო.
აღსანიშნავია, რომ ბოლქვაძეს ეისი არ მოუწოდებია და 3 ორმაგი შეცდომა ჰქონდა (მეტოქეს – 4 და 8), პირველ მოწოდებაზე ბურთების 62% (40 65-დან) მოიგო, მეორეზე კი - 45% (15 33-დან). ქართველმა გოგონამ 9-დან 4 ბრეიკ პოინტი გამოიყენა და თავადაც მოწოდება 4-ჯერ დათმო.
აშშ-ს ღია პირველობის ძირითად ბადეში გასვლის წყალობით, მარიამმა 40 სარეიტინგო ქულა და 58 ათასი დოლარი გამოიმუშავა, ხოლო თუ ვინ იქნება ჩვენებურის მომდევნო მეტოქე მოგვიანებით გაირკვევა.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

22:14 | 09.12.2014
Ginobili.20 (932)

დორტმუნდს დახატავდა მართლაც. ჭირდებათ მაგათ გამოცდილი ფეხბურთელი შეტევაში

20:54 | 09.12.2014
chamilo (33560)

7 ლიმონად თუ იყიდება მიდი კლოპ დაითრიე მაგ ფასის საქმეს კი გააკეთებს

0.061133
784