ჩოგბურთი

0:32 | 24.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ცივაძის მორიგი ფინალი

ქართველი ჩოგბურთელი გიორგი ცივაძე ზედიზედ მე-2 ტურნირის მოგებასთან ახლოსაა. შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ცივაძე უკრაინულ ირპინში გამართულ 15-ათასიან ტურნირზე მასპინძელ ვლადისლავ ორლოვთან ერთად გაჩემპიონდა, ამჯერად კი, ყაზახ საგადატ აიაპთან ერთად, ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე ანალოგიური საპრიზო ფონდის მქონე შეჯიბრის ფინალში გააღწია.

შეგახსენებთ, რომ ქართულ-ყაზახური წყვილი ბელარუსულ ტურნირში მე-3 განთესვით ჩაება და პირველ წრეში რუსულ-ამერიკული დუეტი (ბლოხინი-გურევიჩი) 6:4, 6:3 დაამარცხა. ცივაძემა და აიაპმა მეოთხედფინალში ბრიტანელები ჯოუნსი და მაკკინლი 7:5, 3:6, 10:6 დაჯაბნეს, ნახევარფინალში კი ბელარუს ლუტარევიჩსა და უკრაინელ ურსუს სძლიეს – 6:3, 6:4.
გადამწვეტ მატჩში, რომელიც ხვალ შედგება, ქართველი და ყაზახი ჩოგბურთელები მე-4 რეიტინგით მოთამაშე რუსულ-ჩეხურ წყვილს (დუბრივნი-პოლიაკი) ეთამაშებიან, რომელთაც გუშინ მე-2 განთესვის მქონე ჩეხურ დუეტს (კონეჩნი-კრსტევი) აჯობეს – 6:4, 7:5.

0.112154