ფეხბურთი

22:45 | 23.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ლაციომ" პოლონელი ნახევარმცველი დაიმატა

პოლონეთის 21-წლამდელთა ნაკრების და აწ უკვე "პიასტის" ყოფილი ფეხბურთელი პატრიკ ძიჩეკი კარიერას "ლაციოში" გააგრძელებს. აღნიშნუი ინფორმაცია რომაული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. ძიჩეკმა "ლაციოსთან" ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, ხოლო მის სანაცვლოდ იტალიელებმა პოლონელებს ორი მილიონი ევრო გადაუხადეს.

პატრიკი გასულ სეზონში პოლონეთის ჩემპიონი გახდა. ძიჩეკმა 33 მატჩი ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა. საყრდენ ნახევარმცველს პოლონეთის ყველა ასაკობრივ ნაკრებში აქვს ნათამაშები, 21-წლამდელთა გუნდის მაისური კი 14-ჯერ მოირგო.

0.126796