ფეხბურთი

19:40 | 23.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

"საუთჰემპტონმა" ფოსტერი "სელტიკში" გაანათხოვრა

"საუთჰემპტონის" 31 წლის მეკარე ფრეიზერ ფორსტერი მიმდინარე სეზონს იჯარის წესით "სელტიკში" გაატარებს. აღნიშნული ინფორმაცია შოტლანდიური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

ფორსტერს გასულ სეზონში თამაში არ უწევდა და 2017/18 წლების სეზონშიც მცირე სათამაშო დრო ჰქონდა აქედან გამომდინარე მეკარე "სელტიკში" გადასვლა გადაწყვიტა. ინგლისის ეროვნულ ნაკრებში ფორსტერს ექვსი მატჩი აქვს ჩატარებული. ინგლისელი მეკარის სატრანსფერო ღირებულება რვა მილიონი ევროა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11567