ფეხბურთი

17:55 | 23.08.2019 | ნანახია NaN - ჯერ

ფერნანდო ტორესმა კარიერა დაასრულა

ლეგენდარულმა ესპანელმა ფერნანდო ტორესმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა. „ელ ნინიომ“ ეს გადაწყვეტილება ჯერ კიდევ ივნისში დააანონსა, მაგრამ კარიერის ბოლო მატჩის დღეს ჩაატარა.

„საგან ტოსუ“ საკუთარ მოედანზე „ვისელ კობეს“ დაუპირისპირდა და 1:6 დაამარცხდა, ტორესმა კი კარიერის უკანასკნელ შეხვედრაში 90 წუთი ითამაშა. აღსანიშნავია, რომ ფერნანდოს მეგობრების, ანდრეს ინიესტასა და დავიდ ვილას წინააღმდეგ მოუწია გარჯა.

35 ტორესის საფეხბურთო კარიერა „ატლეტიკოში“ დაიწყო, სადაც 2000-2007 და 2015-2018 წლებში თამაშობდა (350 მატჩი, 121 გოლი). გარდა ამისა, „ლივერპულში“ (2007-2011, 142 მატჩი 81 გოლი), „ჩელსიში“ (2011-2015, 172 მატჩი, 45 გოლი), „მილანსა“ (2014-2015, 10 მატჩი, 1 გოლი) და „საგან ტოსუში“ ირჯებოდა (2018-2019, 38 მატჩი, 6 გოლი).

ესპანეთის ნაკრებში კი ტორესის აქტივში 110 შეხვედრა და 38 გოლია. რაც შეეხება ტიტულებს - ორჯერ ევროპა ლიგის გამარჯვებული გახდა, თითოჯერ კი ინგლისის ასოციაციის თასი, ჩემპიონთა ლიგა და მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო. ასევე ორჯერ მოიპოვა ევროპის ჩემპიონის ტიტული ესპანეთის ნაკრებთან ერთად.

0.165855
{"Ok":1,"adv":"\/img\/banners\/b1727712582799066.mp4","advLink":"\/adv.php?AID=596\" "}