ჩოგბურთი

14:13 | 23.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

სერენა მარიას დაუპირისპირდება

ამერიკის ღია პირველობის პირველ წრეში დიდი სლემის 23-გზის ჩემპიონი სერენა უილიამსი რუს მარია შარაპოვას დაუპირისპირდება.

ორივე ჩოგბურთელი, როგორც ადრე თავიანთ ჩვეულ სპორტულ ფორმაში აღარ არიან. ბოლოს ერთმანეთს, 2016 წელს, ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში შეხვდნენ, სადაც უილიამსმა იმარჯვა. ურთიერთშეხვედრებში სერენა 19:2-ს იგებს. მარიამ ორივე შეხვედრა ამერიკელს 15 წლის წინ მოუგო, 2004 წელს ჯერ უიმბლდონის ფინალში აჯობა, ხოლო შემდეგ - წლის შემაჯამებელი ტურნირის ფინალში.

ამერიკის ღია პირველობა რუსს ერთხელ 2006 წელს აქვს მოგებული, სერენას - ექვსჯერ (1999, 2002, 2008, 2012, 2013, 2014).

ამერიკის ღია პირველობა 26 აგვისტოს დაიწყება.

0.116781