ტოკიოში დასრულდა 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების მისიების ხელმძღვანელთა სემინარი, რომელშიც 194 ქვეყნის დელეგატები მონაწილეობდა. სემინარის დასკვნით ეტაპზე განიხილეს მომავალ ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებული არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი.
ეს იყო სამედიცინო მომსახურება, დოპინგ-კონტროლი, ფინანსები, ტექნოლოგიები, მედია-სერვისი, ცერემონიების ორგანიზება, ბილეთების განაწილების პირობები, ეოკებ-ის ასისტენტთა პროგრამა და სხვ. მოეწყო სპეციალური ტურები ოლიმპიურ სპორტულ ობიექტებზე. რომელთა ნაწილის მშენებლობა უკვე დასრულებულია, ნაწილის კეთილმოწყობა კი მომავალი წლის გაზაფხულამდე დამთავრდება.
„ეს იყო მეტად საინტერესო, ინფორმაციულად დატვირთული და პრაქტიკული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ფორუმი, რომლის მუშაობაშიც ჩართულნი იყვნენ ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელები, სხვადასხვა სამსახურის უფროსები. მათ მიერ წარმოდგენილ პრეზენტაციებზე და ინდივიდუალურ შეხვედრებზე მივიღეთ პასუხები ჩვენთვის ამ ეტაპზე საინტერესო კითხვებზე. რა თქმა უნდა, ცალკეული სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელებთან, მწვრთნელებთან და სპორტსმენებთან სამომავლოდ დაგეგმილ შეხვედრებზე დეტალურად განვიხილავთ საოლიმპიადო სამზადისის თითოეულ ასპექტს, რათა გავითვალისწინოთ საყოველთაოდ დადგენილი წესები და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციები.
თამაშებამდე წელიწადზე ნაკლები დრო რჩება და სხვადასხვა მიმართულებით მნიშვნელოვანი სამუშაოები მოგველის. ეს ეხება არა მხოლოდ სპორტსმენების მზადებას, სასწავლო-საწვრთნელი პროცესის სწორად დაგეგმვას და უშუალოდ ოლიმპიურ შეჯიბრებებში მონაწილეობას, არამედ არაერთი საორგანიზაციო-ტექნიკური საკითხის ოპერატიულად მოგვარებას, რაც საშუალებას მოგვცემს 2020 წელს ტოკიოში მაქსიმალური შედეგი ვაჩვენოთ,“ - ამბობს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი, რომელიც ტოკიოში გამართულ ოლიმპიური მისიების ხელმძღვანელთა სემინარში მონაწილეობდა.
www.geonoc.org.ge
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
პრინტეზისი დიდი დანაკლისია ძალიან
უკრაინამ გუშინ ესპანეთს მოუგო და არ არის წარმოუდგენელი საოცრება რომ ჩვენ ბერძნებს მოვუგოთ მითუმეტეს შარშან საბერძნეთშივე მოვუგეთ აკროპოლისის თასზე
ეს ნიუსი მესიამოვნა, თუმცა გაზრდილ შანსს გამოყენება უნდა. ისე კი, საბერძნეთუ მაინც ფავორიტად რჩება ამ თამაშში
ძალიან კარგია. მოგების საკმაოდ კარგი შანსი გვაქვს
კაროჩე ყველა თამაში თუ მოვიგეთ არც თუ ისე ცუდი შანსია გასვლია მაგრამ ყველა თამაშის მოგებაა ფანტასტიკის სფერო
ცუდი ამბავი არაა, მარა მაინც ფავორიტები არიან.
რა თქმა უნდა, მარა აქ ორი ვარიანტი მგონია ან დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებენ ამ თამაშის შედეგს, ან წინასწარ დარწმუნებულები არიან მიუხედავათ დანაკლისისა მაინც მოიგებენ, უფრო ალბათ მეორეა და ასე წინასწარ მოგებაში დარწმუნებული გუნდი ხშირა დასჯილა და ვნახოთ რა იქნება.
ჰო ეგრეა და იქნებ ზედმეტმა თავდაჯერებამ ავნოს ელადელებს
არაა ცუდი ამბავი.