ბრიუსელის „ანდერლეხტის“ მცველი, ვენსან კომპანი, გუნდის მოთამაშე-მწვრთნელი აღარ იქნება და ყურადღებას მხოლოდ თამაშს დაუთმობს - გვამცნობს Sky Sports. ეს შედეგებთანაა დაკავშირებული. ბელგიის მიმდინარე ჩემპიონატში „ანდერლეხტმა“ 4 მატჩში მხოლოდ 2 ქულა მოაგროვა.
„თამაშის დროს კომპანი უფრო ფეხბურთელი უნდა იყოს. გუნდს მინდორზე, როგორც კაპიტანმა უხელმძღვანელოს. ეს შესაძლებლობას მოგვცემს შედეგები გავაუმჯობესოთ.“ - განაცხადა „ანდერლეხტის“ მთავარმა მწვრთნელმა, საიმონ დევისმა.
კომპანიმ მოთამაშის კარიერა გასულ სეზონში დაასრულა „მანჩესტერ სიტიში.“ სამშობლოში დაბრუნდა და თავისი მშობლიური კლუბის, „ანდერლეხტის“ მოთამაშე-მწვრთნელი გახდა.