ფეხბურთი

11:10 | 23.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერს" ლორენტეს დამატება სურს

34 წლის ესპანელმა თავდამსხმელმა ფერნანდო ლორენტემ კარიერა შესაძლოა "მანჩესტერ იუნაიტედში" გააგრძელოს, აღნიშნულ ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს.

წყაროს ცნობით, "წითელმა ეშმაკუნებმა" ფერნანდოს 2-წლიანი კონტრაქტი შესთავაზეს, სხვა დეტალები უცნობია.

სატრანსფერო ფანჯარა დახურულია, მაგრამ რადგან ლორენტეს თავისუფალი აგენტის სტატუსი აქვს, "მანჩესტერს" მისი დამატება შეუძლია.

ლორენტე გასულ სეზონში "ტოტენჰემის" ღირსებას იცავდა, სადაც ყველა ტურნირზე ერთად 35 შეხვედრა ჩაატარა, სადაც რვა გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122313