თამაშგარე

10:39 | 23.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ნებრასკელი სარა ამერიკის სახეა

ლამაზმანმრავლობით გამორჩეულ აშშ-ში ჭეშმარიტად მზეთუნახავი უნდა იყო “მის ამერიკის“ წოდებას რომ დაეუფლო. მით უმეტეს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ის ქვეყანაა, სადაც სილამაზის კონკურსებზე მიღებული გადაწყვეტილებები იგივე საქართველოსგან განსხვავებით საერთო კონსესუსით ხდება.

შარშან, მთელმა ამერიკამ გულში ჩაიკრა ნებრასკელი სარა საიმერსი, რომელმაც სრულიად დამსახურებულად მიიღო “მის ამერიკა 2018“-ის წოდება და აღასანიშავია ისიც, რომ ამერიკის სილამაზის კონკურსების ისტორიაში პირველად მოხდა, რომ წლის უპირველესი ლამაზმანი ნებრასკადან გამოარჩიეს.

სარა ბავშვიბიდან სპორტითაა გატაცებული და მშობლებს ერთბაშად სპორტის მინიმუმ ხუთ სახეობაზე დაჰყავდათ. თუმცა საიმერსს ყველაზე მეტად მაინც ჩოგბურთი იზიდავს, რაც მისი აზრით სულაც არაა გასაკვირი, რადგან ნებრასკაში ჩოგნის მარჯვედ ქნევა გოგონათა საყვარელი ჰობი და გასართობია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114147