ფეხბურთი

3:20 | 23.08.2019 | ნანახია 1053 - ჯერ

კრიშტიანუ მესიზე: "ერთმანეთთან კონკურენციამ უკეთეს ფეხბურთელებად გვაქცია"

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ მიიჩნევს, რომ ლიონელ მესისთან მეტოქეობით უკეთესი ფეხბურთელი გახდა. ისევე, როგორც მესი მასთან კონკურენციით.

„ეჭვი არ მეპარება, რომ მან უკეთესი ფეხბურთელი გამხადა, ისევე, როგორც მე გავხადე. კონკურენცია ფეხბურთში და სპორტში აუცილებელია. მესიმ საჯაროდ თქვა, რომ ჩემი ლა ლიგიდან წასვლით დამწუხრებულია და ეს ნიშნავს, რომ კონკურენცია მოსწონს. მასთან საოცარი პროფესიონალური დამოკიდებულება მაქვს.

ერთად ვახშამი? ეს აქამდე არასდროს მომხდარა, მაგრამ მომავალში რატომაც არა? არანაირი პრობლემა არ მექნება, ისიც არგენტინელია, როგორც ჩემი მეუღლე“, - აღნიშნა რონალდუმ.

შეგახსენებთ, კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესის „ოქროს ბურთი“ ხუთ-ხუთჯერ აქვთ მოგებული.


კომენტარები (9)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

16:18 | 23.08.2019
ბაბუ პერესი (16691)

ნუ რაც ქვემოთ დავწერე ეგ აღარ გამოვა მაგრამ ზოგადად 7-5 მაინც უნდა მოუგოს კარიერულად მესიმ ოქროს ბურთებში.5 ოქროს ბურთი ისედაც ბევრია რონალდოსთვის და მითუმეტეს 5-5 რომ დაამთავროს მესისთან ნაღდად არ იქნება სამართლიანი.ძაან მაგარი იყო კრისტინაც მაგრამ თანაბარი რაოდენობის მოგებული ოქროს ბურთები მესისთან მაგრად ტეხავს.საკამათოთ თუ უნდა რომ დატოვოს ზოგადად ფეხბურთმა ვინ იყო უკეთესი მარტო მაგ ვარიანტისთვის თუ იქნება ეგ მისაღები თორემ ისე 5-5 მესი-რონალდო ნაღდად სირცხვილია

16:10 | 23.08.2019
ბაბუ პერესი (16691)

კაკას შემდეგ რომელმაც 2007 წელს მოიგო,2008 წლიდან მოყოლებული წლევანდელის ჩათვლით ზედიზედ 12 ოქროს ბურთი უნდა მოეგო ამ ორს.8-4 მესის სასარგებლოდ იქნებოდა სამართლიანიც და ოპტიმალური გადანაწილება

16:07 | 23.08.2019
ბაბუ პერესი (16691)

6-5 რომ გახდება ახლა ოქროს ბურთებში აწუწუნდება კრისტინა ისევ)))ლიგა და ნებისმიერი ტურნირი ძაან ეხატა კრისტინას ყოველთვის,მისთვის მთავარი იყო ოქროს ბურთის მოგება და რადგან ლიგის მოგების გარეშე იცოდა შანსი არ ქონდა მესისთან ოქროს ბურთის ამბავში გამწარებული თამაშობდა მთელი სეზონის ნასვენები მარტიდან მოყოლებული))))თან პერესი და ბართომეუც ხელს უწყობნდნენ მაგ საქმეში ორივე.ერთიც აქცევდა ბარსელონას და მეორეც))))

13:26 | 23.08.2019
sabonis (9584)

ესენი ბოლოს ნათელ მირონით დაასრულებენ ვატყობ ამდენი ხნის დავიდარაბას.დ

10:10 | 23.08.2019
მესიიიიი (1971)

კარგია,რომ იუვეში გადახვედი,რადგან "ელკლასიკოს" აზრი ქონდა დაკარგული:დდდდდდდდდდდდდდდდდ

"ელკლასიკო" შენ დროს ნიშნავდა: მოთელვას "კამპნოუზე" და ვარჯიშს " ბერნალეოზე" :დდდდდდდდდდდდდდდდდდდ

09:42 | 23.08.2019
federerjamesliverpooldelpotro (17151)

ეს სტატიაც გაამეორეს მაგარი მოცლილები ხართ

09:24 | 23.08.2019
RMA FANS (3925)

ორი ტიტანი ესენი რომ წავლენ მერე რა გვეშველება

12:42 | 23.08.2019
KoRBeN DaLLaS (24838)

ეგრე ამბობდნენ ზიდანის და კიჭას კარიერის ბოლოსაც.

08:53 | 23.08.2019
cerber1 (1064)

2 არგენტინელს ხმარობს ერთად

13:25 | 23.08.2019
sabonis (9584)

კრისტიანოს ფანები, კაცის მიერ კაცის ხმარაზე მაინც ნუ ღარ იხუმრებთ რა.დდ სხვა რამეზე კი ბატონო, ნესვი, კრუხი პალოა და რაც გინდა უძახეთ, მარა ეგ თემა არა მგონია თქვენი კუმირისთვის მომგებიანი იყოს.დ

12:43 | 23.08.2019
KoRBeN DaLLaS (24838)

ამბობენ დიბალასაცო

04:26 | 23.08.2019
seba (304)

გეხვეწებით კიდე ერთხელ დადეთ რა.

0.12519