ფეხბურთი

3:05 | 23.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლუკაკუ: "მანჩესტერში" ყველაფერს მე, პოგბას ან სანჩესს აბრალებდნენ"

მილანის „ინტერის“ თავდამსხმელმა რომელუ ლუკაკუმ „მანჩესტერში“ გატარებული პერიოდი გაიხსენა და თქვა, რომ იქ დარჩენა აღარ შეეძლო. ბელგიელის თქმით, ყველა წარუმატებლობაში მას, პოლ პოგბას ან ალექსის სანჩესს აბრალებდნენ.

„მათ დამნაშავე უნდა ეპოვათ და ასეთი ყოველთვის მე, პოგბა ან საჩესი ვიყავით. ყოველთვის ჩვენი ბრალი იყო, ყოველჯერზე. მეღიმებოდა, რადგან კლუბში, როდესაც ვიყავი ყველაფერი ცუდად იყო, მაგრამ ნაკრებში ყველაფერი კარგად მიდიოდა. ჩემი ბრალი იყო?

ხელებს მაღლა ვწევ, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ერთადერთი ვიყავი, ვინც ცუდად თამაშობდა. გუნდს დიდი პოტენციალი ჰქონდა და ნიჭი ჰქონდა, მაგრამ მხოლოდ ეს არაა საკმარისი გუნდის შესაქმნელად. ბევრი იმასაც ფიქრობდა, რომ ამ გუნდის ნაწილი ვერ ვიქნებოდი და არ დამიმსახურებია იქ ყოფნა. ჩემთვის ასეთ პირობებში მუშაობა შეუძლებელი იყო და გუნდის დატოვება უმჯობესი გახლდათ“, - თქვა ლუკაკუმ.

შეგახსენებთ, რომ ბელგიელი ფორვარდი „მანჩესტერის“ ღირსებას 2017-2019 წლებში იცავდა. მიმდინარე ზაფხულს კი „ინტერში“ გადაბარგდა.

0.138174