ბერძენმა ჩოგბურთელმა სტეფანოს ციციპასმა სოციალურ ქსელში ნიუ იორკში, ართურ ეშის სახელობის სტადიონზე ნიკოლოზ ბასილაშვილთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა სახალისო მინაწერით – ციციშვილი, გვერდში კი საბერძნეთისა და საქართველოს დროშებიც მიუსვა.
ციციპასსა და ბასილაშვილს მეგობრული ურთიერთობა აქვთ და მათი ერთობლივი ვარჯიში გასაკვირი არ ყოფილა. 27 წლის ქართველი და 21 წლის ბერძენი ჩოგბურთელები აშშ-ს ღია პირველობისთვის ემზადებიან, რომლის ძირითადი ბადის მატჩებიც მომავალი კვირიდან აიღებს სტარტს.
შეგახსენებთ, რომ მე-17 ნომრად განთესილი ბასილაშვილი პირველ წრეში უნგრელ მარტონ ფუჩოვიჩს გაეჯიბრება, ციციპასს კი მე-8 რეიტინგი აქვს და რუს ანდრეი რუბლიოვს ეთამაშება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
კაი სურათია
ჩემი აზრით ამბიციები უნდა მოეთოკა და "წიწიპაშვილობით" დაეწყო. პირდაპირ თავადობა რომ მოინდომა ამ ახმახმა მდაბიომ, რა წესია ?!

დდდდდდდდ ფედერერს რო მოუგო მაგან გააბედინა
რა იკადრა აბაა
ფედია როგორ გამომიძევაა
მაგრამ შემდეგ დუბაიში კი დაუაბაროტა ფედიამ ფინალში, თუმცა სად სლემი და სად დუბაიი.
კი მტკივნეული და მოულოდნელი მარცხი იყო
ჯივარია ციციპასი.
ახლა წარმოიდგინეთ ერთი წუთით, რა მოხდებოდა, ჩვენიანს რომ მიეწერა - ბასილაიდისი.
დაიწყებიდა მისი გინება, გამყიდველი, ესეც მიდის ბერძნებში, ჭორები, რომ სანდო ინფოდან მოქალაქეობას იღებს და ა.შ.
საკმაოდ დიდი ნაწილი აგინებდა. შედარებით მცირე ნაწილი პოზიტივს დაინახავდა და გაიცინებდა და დანარჩენი ნაწილი საერთოდ ვერ მიხვდებოდა რა პოზიცია უნდა ქონოდა.
არადა ერთი ჩვეულებრივი ხუმრობაა ერთმანეთის პატივისცემიდან გამომდინარე და ორ ქვეყანას შორის მეგობრობიდან გამომდინარე.
დიდი ერების და პატარა ერების სპეციფიკა სულ სხვადასხვაა.. მითუმეტეს, ჩვენ გადაშენების ზღვარზე ვართ და გლობალიზაციის ეფექტების მიმატება ვერაფერიშვილი საქციელია ჩვენთვის.. ასე ვთქვათ, ჩვენ არ გვეხუმრება, მაგ მიმართულებით, ახლა, ბატონო ჯონ სილვერ ))
სუსტები ვართ და იმიტომ. სხვა არანაირი გამართლება ამას არ აქვს. ზუსტად რომ გლობალიზაციის და სხვ. პირობებში მეტი შეგნება უნდა გვქონდეს.
ჩვენი პასუხი კი "მუსულმანურ" სტილშია: ვიკეტებით ნაჭუჭში, ვლანძღავთ სხვებს და "ქართველობას გვართმევენო" გავიძახით.
მაგრამ როდესაც ფედერაციის პრეზიდენტი (ჭიდაობის) ცემს მოჭიდავეს, ქვეყნის პრეზიდენტი ახლადარჩეულ "კოლეგას" ურეკავს ხა ის 1 საათში გადადგომას აცხადებს (ნემსაძე) და სხვ. მისთანები - მაგას ხომ ვჭამთ და იგივე მასა ხმას არ იღებს. არადა ქართველობის წართმევა და გადაშენება სწორედ აქაა, ვიდრე კაშიას რაღაც სამკლავურში...
ძაან დიდი თემაა..
კი ბატონო, გეთანხმები, რომ დ ღ ე ს დ ღ ე ო ბ ი თ სუსტები ვართ (რატომ ვართ, სხვა თემაა), მაგრამ მაგას იმის თქმა (ან ქვეტექსტი), არ შველის: "დავეწიოთ ევროპასო".. პირიქით, ეგ კიდევ უფრო უარყოფითად მოქმედებს იმ სუსტზე.. ის სუსტი, იგივენაირადაცაც რომ მოიქცეს, მას ვერ ექნება გააზრებული მისი ქცევა და საბოოლოო ჯამში კიდევ უფრო უარესს შედეგს მივიღებთ/ვიღებთ..
ჩვენ დღეს ისეთ მდგომარეობაში ვართ, რომ დღის წესრიგში უნდა იდგეს ზოგადად, რამენაირად წინსვლის/განთვითარების წამოწყება (პირველ რიგში, ლოგიკის და ანალიზის უნარის განვითარება სკოლებში, რომლებშიც, ხშირ შემთხვევაში, ბავშვები გაკვეთილებს არ ესწრებიან) და არა "მადრიდის რეალთან" შეჯიბრება..
ის მიკვირს სულ(იმედია საწყენად - არ მიიღებ",.. როცა საზოგადოების სახელით ლაპარაკობთ, რატომ მოგყავტ სულ არასწორი საზოგადოებიდან მომდინარე მაგალითებიX _ X
ვეთანხმები კორბენს - მასაზეა ლაპარაკი აქ. ერთი ის გაიხსენეთ, კაშიას რა დღე აყარეს.
შეიძლება თქვა, ის სხვა თემა არისო - მაგრად სინამდვილეში იგივეა. კომპლექსები გვაქვს დიდი ჯერ.
საზოგადოება ჭრელია. ზოგი სწორად აზროვნებს, ზოგი არასწორად, ზოგიც... საერთოდ არ აზროვნებს
მთავარია ჩამოთვლილთაგან რომელი კატეგორია ჭარბობს. და რომელიც ჭარბობს, სწორედ ის ხდება საზოგადოების, როგორც კრებითი ფორმის სახე და მაგალითი.
სწორი ახსნა.
ხოდა ითამაშეთ ამერიკის ფინალი
თუ ასეთი ძმაკაცები არიან მაშინ წყვილსი ითამაშონ ცოლმე და იქნება უიმლდონი ან სხვა სლენის ტურნირი მოიგონ (H)
ციციპასს ვიკიპედიაში 193 სმ-ი უწერია და ამ ფოტოს რომ ვუყურებ მგონია რომ გაზრდილია სტეფანო რადგან ნიკა 185 სმ-ია და აშკარად 8 სმ-ზე მეტით მაღალი ჩანს.
ნახევარი თავით მაღალია და ეს კი იქნება 8 სანტიმეტრი
ისე ამ ციციშვილს მაიკლ ფელფსივით არაპროპორციული ტანი აქვს-მოკლე ფეხები და გრძელი ტანი და ეს მარტო ცურვაში კი არა ჩოგბურთშიც მისწერება ყოფილა
მე კიდევ უფრო მეტით მაღალი მეჩვენება დაახლოებით ზვერევის სიმაღლე იქნება ჩემი აზრით.
სტეფანოსი უკვე ძაან პოპულარული სპორცმენია საბერძნეთში, ათენში ყველა ავტობუსის გაჩერებაზე ციციპასის ბილბორდიაა.
ისე ძაან კარგია ნიკა რომ მეგობრობს სტეფანოსთან რადგან დარწმუნებული ვარ ძალიან დიდ ჩოგბურთს ითამაშებს ეს ბიჭიი.