ჩოგბურთი

21:25 | 22.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

US Open: ბასილაშვილი პირველ წრეში ფუჩოვიჩს დაუპირისპირდება

საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ამერიკის ღია ჩემპიონატის პირველ წრეში მარტონ ფუჩოვიჩს დაუპირისპირდება. ქართველი ტურნირზე მე-17 ნომრადაა განთესილი, ხოლო უნგრელი მოთამაშე მსოფლიოს რეიტინგში 65-ე პოზიციაზეა.

აღნიშნული ჩოგბურთელები ერთმანეთს კარიერის განმავლობაში შვიდჯერ შეხვდნენ და ბასილაშვილს ორი გამარჯვება აქვს. ნიკოლოზმა მარტონი 2015 წელს უიმბლდონზე დაამარცხა, ხოლო მიმდინარე წელს რომის მასტერსზე. ჰარდზე ფუჩოვიჩმა ბასილაშვილი სამ მატჩში დაამარცხა, მათ შორის ბოლო დაპირისპირება მიმდინარე წელს როტერდამში გაიმართა.

გასულ წელს ბასილაშვილი ამერიკის ღია პირველობის მეოთხე წრეში გავიდა, სადაც რაფაელ ნადალთან 1:3 დამარცხდა. აქედან გამომდინარე, ნიკოლოზს 180 ქულა აქვს დასაცავი და მინიმუმ მეოთხე წრეში უნდა გავიდეს. იმ შემთხვევაში თუ ქართველი უნგრელს დაამარცხებს, მეორე წრეში ტომაშ ბერდიხსა და კვალიფიკაციის გამარჯვებულს შორის საუკეთესოს დაუპირისპირდება. მესამე წრეში ბასილაშვილის პოტენციურ მეტოქედ ფაბიო ფონინი შეგვიძლია მივიჩნიოთ, ხოლო მეოთხე წრეში - დანილ მედვედევი.

US Open-ზე მსოფლიოს პირველი ნომერი ნოვაკ ჯოკოვიჩი პირველ წრეში რობერტო კარბალეს ბაენას დაუპირისპირდება, რაფაელ ნადალი ჯონ მილმენს შეხვდება, ხოლო როჯერ ფედერერი კვალიფიკაციის გამარჯვებულთან გაარკვევს ურთიერთობას.

0.125778