ფეხბურთი

19:47 | 22.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ელმოჰამადიმ "ასტონ ვილასთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

ეგვიპტის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა აჰმედ ელმოჰამადიმ "ასტონ ვილასთან" კონტრაქტი ერთი წლით გაახანგრძლივა და გუნდში 2021 წლის ივლისამდე დარჩება. აღნიშნული ინფორმაცია ინგლისური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

აფრიკელი მარჯვენა გარემარბი ბირმინგემულ გუნდს 2017 წელს "ჰალ სიტიდან" შეუერთდა. მას შემდედ აჰმედმა 89 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ორი გოლი და 13 საგოლე გადაცემა შეასრულა. ელმოჰამადი "ასტონ ვილას" პრემიერლიგის საგზურის დაბრუნებაში დაეხმარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120344