ალჟირის ეროვნული ნაკრების და "ლესტერის" თავდამსხმელი ისლამ სლიმანი მიმდინარე სეზონს იჯარის წესით "მონაკოში" გაატარებს. აღნიშნული ინფორმაცია ლიგა 1-ის კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. "მონაკომ" ასევე გამოსყიდვის უფლება დაიტოვა.
სლიმანი "ლესტერს" 2016 წელს შეუერთდა და მას შემდეგ "მელიების" მაისურით ჩატარებულ 46 მატჩში 13 გოლი გაიტანა. ინგლისური კლუბიდან ალჟირელი "ნიუკასლსა" და "ფენერბაჰჩეში" იყო განათხოვრებული და ჯამში ჩატარებულ 29 მატჩში თავი ხუთჯერ გამოიჩინა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ზოოფილ!! მო გვახტი რა!! კოვაჩიჩი იკარდი ინტერის მომავალია!! ბევრმა შეიძლება არ იცოდეს ამ ბიჭების თამაში მაგრამ მალევე დაამტკეცენ რომ დიდი ფეხბურთელები იქნებიან )) ფორცა ინტერ!
იოზილს დაგითმობთ სანაცვლოდ