სხვა

15:50 | 22.08.2019 | ნანახია 861 - ჯერ

ნადირაძისა და ყაველაშვილის წარმატებული სტარტი მსოფლიოს ჩემპიონატზე

უნგრეთის ქალაქ შეგედში სტარტი აიღო ნიჩბოსანთა 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატმა, რომელსაც 5 ქართველი მონაწილე ჰყავს: ზაზა ნადირაძე, მარიამ ქერდიკაშვილი, გია გაბედავა, ნიკოლოზ ხატიაშვილი (ყველა – კანოე) და ბადრი ყაველაშვილი (კაიაკი).

როგორც მოსალოდნელი გახლდათ, ტურნირზე დამაჯერებელო სტარტი აიღო ნადირაძემ, რომელმაც კვალიფიკაციაში 200-მეტრიანი დისტანცია 38.63 წამში დაფარა და ოთხივე გაცურვაში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.
ამდენად, ზაზამ ნახევარფინალში, სადაც 27 საუკეთესო ნიჩბოსანი მოხვდა, საუკეთესო შედეგით გავიდა. ქართველ სპორტსმენს ნახევარფინალი 24 აგვისტოს ელის, მისი მეტოქეები კი მოზამბიკელი, ესტონელი, გერმანელი, პოლონელი, ლიტველი, უკრაინელი, ალჟირელი და მექსიკელი ნიჩბოსნები იქნებიან.
წარმატებულად იასპარეზა ყაველაშვილმაც, რომელიც 200 მეტრზე საკვალიფიკაციო გაცურვაში 34.36 წამი დააფიქსირა და მხოლოდ სერბ მეტოქეს ჩამორჩა.
ამ შემთხვევაში, ნახევარფინალში, რომელიც 23 აგვისტოს გახლავთ დაგეგმილი, 36 საუკეთესო გავიდა. ყაველაშვილი ძალებს მე-2 გაცურვაში მოსინჯავს, მისი კონკურენტები კი ბოსნია-ჰერცეგოვინელი, პოლონელი, ტაილანდელი, გერმანელი, ფრანგი, არგენტინელი, ბელარუსი და ირანელი სპორტსმენები არიან.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

21:34 | 24.08.2019
federer (17) (15576)

რომელ საათხე არის კი მაგრამ ეა გაცურვა 24 არის უკვეე.

18:32 | 22.08.2019
KoRBeN DaLLaS (24842)

ბოლოსდაბოლოს რა ხდება ოლიმპიურ დისტანციასთან დაკავშირებით ? მოუწევს ნადირაძეს ტოკიოში 200 მეტრზე ასპარეზობა, თუ როგორც ადრე წერდნენ 1000-ზე გამოვა ?
იმიტომ მაინტერესებს, რომ სულ 200 მეტრზე უბერავს. არ მახსენდება მისი გამოსვლა 1000-იანზე.

17:55 | 22.08.2019
federer (17) (15576)

წარმატებები ჩვენ ბიჭებს. წინასწარი შედეგები ძალიან კარგი აქვთ და იმედია საბოლოო შედეგებითაც გაგვახარებენ.

0.153196