ფეხბურთი

13:18 | 22.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

რაიან გიგზმა დენიელ ჯეიმსი დაიცვა

უელსის ნაკრების მწვრთნელმა, რაიან გიგზმა, თავისი შეგირდი, „მანჩესტერ იუნაიტედის“ შუახაზელი, დენიელ ჯეიმსი დაიცვა. დენიელს აბრალებდნენ, მეტოქის საჯარომოში ხშირად იტყუება და გამუდმებით პენალტს ითხოვსო.

„ის ძალიან სწრაფია, გიჟურ ტემპში დარბის და ზოგჯერ მისი წაქცევა შეიძლება სიმულაციას გავდეს, მაგრამ მსაჯები უფრო დაკვირვებულები უნდა იყვნენ.

ხედავთ რამდენს ურტყამენ მას ფეხებში? არბიტრებმა ის უნდა დაიცვან. თუმცა მაგარი ბიჭია და მასზე არ ვნერვიულობ.“ - ციტირებს გიგზის სიტყვებს BBC.

0.118348