ფეხბურთი

10:50 | 22.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

სუარესი ბექემთან წასვლას აპირებს

„ინტერ მაიამი“ „ბარსელონას“ შემტევის, ლუის სუარესის შეძენას აპირებს. თავად 32 წლის ფეხბურთელიც დაინტერესბული ყოფილა კარიერის აშშ-ში, დევიდ ბექემის კლუბში დასრულებით. ცნობილია, რომ „ინტერ მაიამი“ ამერიკული MLS-ის გათამაშებაში 2020 წლიდან ჩაერთვება.

El Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, სუარესი აშშ-ში მომავალ იანვარს, ან 2020-ის ზაფხულში გადავა. ურუგვაელი მაიამიში ოთხწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს, საკმაოდ მსუყე ფინანსური პერსპექტივით. „ბარსელონასთან“ მისი ხელშეკრულება კი 2021 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

შეგახსენებთ, რომ „ინტერ მაიამიმ“ უკვე შეათანხმა სამწლიანი კონტრაქტი, კიდევ ერთ ურუგვაელთან, „პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელ ედინსონ კავანისთან.

0.120566