ფეხბურთი

10:16 | 22.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

რუნი ისევ გააძევეს

ვაშინგტონის „დი სი იუნაიტედის“ თავდამსხმელმა, უეინ რუნიმ, ამერიკული MLS-ის ჩემპიონატის მატჩში „ნიუ იორკ რედ ბულზის“ წიააღმდეგ წითელი ბარათი მიიღო და მოედნის ნაადრევად დატოვება მოუხდა.

33 წლის „ევერტონისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, პირველი ტაიმის შუაში, საჯარიმოში ბრძოლისას, მეტოქეს ყბაში იდაყვი ამოსცხო. თუმცა, შესვენებამდე მსაჯმა მინდვრიდან მოწინააღმდეგე ამრო ტარეკიც დაითხოვა და შემადგენლობები გაათანაბრა. მატჩი კი ნიუორკელებმა მოიგეს 2:1.

რუნი უკვე მეორედ გააძევეს მიმდინარე სეზონში.

0.130614