ფეხბურთი

0:49 | 22.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბერტი ფოგთსი: "კოუტინიო ფენომენი არაა"

ცნობილი გერმანელი ფეხბურთელი და მწვრთნელი ბერტი ფოგთსი მიუნხენის „ბაიერნს“ ფილიპე კოუტინიოს ტრანსფერის გამო აკრიტიკებს. 1996 წლის ევროპის ჩემპიონის განცხადებით, ბრაზილიელი ფენომენი არაა, წინააღმდეგ შემთხვევაში „ბარსელონას“ არ დატოვებდა.

„თქვენი აზრით, რატომ ტოვებს ფეხბურთელი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს 27 წლის ასაკში? რადგან თავი ვერ გაართვა მასზე დაკისრებულ მოთხოვნებს. ის ფენომენი არაა, არამედ ფეხბურთელია, რომელიც კატალონიაში სათადარიგო იყო“, - თქვა ფოგთსმა.

შეგახსენებთ, რომ „ბაიერნმა“ კოუტინიო „ბარსელონადან“ ერთწლიანი იჯარით დაიმატა, ხოლო მისი გამოსყიდვა მომავალ ზაფხულს 120 მილიონ ევროდ შეეძლება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112491