ფეხბურთი

20:38 | 21.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

სტარიჯი "ტრაბზონსფორის" ფეხბურთელია

ინგლისის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი დანიელ სტარიჯი კარიერას „ტრაბზონსფორში“ გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია თურქული გუნდის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

სტარიჯი „ტრაბზონსფორს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. სეზონში კი ანაზღაურების სახით 3 მილიონ ევროს მიიღებს.

ინგლისელმა შემტევმა გასულ სეზონში „ლივერპულში“ 27 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი მიითვალა. სხვადასხვა პერიოდში კი,“მანჩესტერ სიტის“, „ჩელსის“, „ბოლტონისა“ და „ვესტ ბრომვიჩის“ რიგებში უთამაშია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120452