ფეხბურთი

10:52 | 21.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

„ბარსელონამ“ ნეიმარის გვარის წარწერიანი მაისურები შეუკვეთა

ბრაზილიელი თავდამსხმელი, ნეიმარი, პსჟ - დან „ბარსელონაში“ დაბრუნებასთან ახლოსაა - ასეთმა ინფორმაციამ გაიჟღერა კატალონიის ცნობილ რადიო RAC1-ის ეთერში. წყაროს ინფორმაციით, მხრეების მოლაპარაკება წარმატებით მიმდინარეობს, თუმცა საბოლოოდ გადაწყვეტილი ჯერ არაფერია.

ასევე ამბობენ, „ბარსელონამ“ ნეიმარის გვარის წარწერიანი მაისურები უკვე შეუკვეთა, რათა გულშემატკივრების მაღალი მოთხოვნა დააკმაყოფილოსო. ნეიმარს უკვე ჩაწერილი აქვს ვიდეომიმართვა, რომელსაც მოლაპარაკების დასრულების შემდეგ გამოაქვეყნებენ.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარის საკუთარ რიგებში ხილვა მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტ ფლორენტინო პერესსაც სურს და პარიზულ კლუბთან მოლაპარაკებას ისიც აპირებს.

ნეიმარს გადაწყვეტილი აქვს, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე დატოვოს პსჟ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110633