თუკი არგენტინელი და ბრაზილიელი ლამაზმანები ერთმანეთს თავზე ახტებიან მათი ქვეყნის საფეხბურთიო ნაკრების თილისმის წოდების მოსაპოვებლად, მექსიკაში უკვე ყველა შეთანხმდა, რომ მათ ეროვნულ გუნდს თილისმად, სახედ და თვალსაამოდ სახილველად მეხიკოელი მოდელი მარია სუარესი ყავს.
ბევრი სხვა მოდელისგან განსხვავებით მარია სუარესი ბავშვობისას თავადაც თამაშობდა ფეხბურთს და მეხიკოს გარეუბნელ ფეხშიშველა თანატოლ გოგო-ბიჭებთან ერთად სულით ხორცამდე ისიგრძეგანებდა ჯერ ზოგადად ფეხბურთის, თუმცა ცხადია გამორჩეულად მექსიკური ფეხბურთის სიყვარულს.
მარია სუარესის სამოდელო სქმეში წარმატებები ყველაზე ნათლად ამ საქმით დაკავებულმა ხალხმა იცის. ჩვენ კი აუცილებლად უნდა ვთქვათ ის, რომ მექსიკელმა ფეხბურის ქომაგებმა ეს მშვენიერი ასული თავად რაცხეს მათი ქვეყნის ნაკრების თილისმად და ამ აღიარებისთვის მარიას დიდი წეწვა-გლეჯა სულაც არ დასჭირვებია.