ჩოგბურთი

23:20 | 20.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ცივაძის წარმატებული სტარტი მინსკში

ქართველმა ჩოგბურთელმა გიორგი ცივაძემ წარმატებული სტარტი აიღო ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე საერთაშირისო ტურნირზე, რომლის საპრიზო ფონდიც 15 ათასი დოლარია.

ცივაძე და ყაზახი საგადატ აიაპი წყვილთა შეჯიბრში მე-3 განთესვით ჩაებნენ და პირველ წრეში რუს რომან ბლოხინსა და ამერიკელ ვიკტორ გურევიჩს 6:4, 6:3 სძლიეს, მეოთხედფინალში კი ბრიტანულ დუეტს (ჯოუნსი-მაკკინლი) გაეჯიბრებიან.
ერთეულთა ბადეში ცივაძეს მე-8 რეიტინგი აქვს და სასტარტო შეხვედრას იტალიელ ფრანჩესკო ბესირესთან ჩაატარებს.

0.115584