ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ენდი მარეიმ ვინსტონ-სალემის პირველ წრეში ტედი სანდგრენთან 6:7, 5:7 წააგო. შეხვედრა ორ საათსა და 11 წუთს გაგრძელდა.
პირველი სეტის ტაი-ბრეიკზე ენდიმ 8:10 წააგო. მეორე პარტიაში კი ორი ბრეიკით მარეი 3:0-ს აგებდა, თუმცა მოახერხა და 5:5 გახადა, მაგრამ ბოლომდე ძალა აღარ ეყო.
ენდი ტრავმის შემდეგ ვერა და ვერ ახერხებს კორტზე წარმატების მიღწევას. რამდენიმე დღის წინ ცინცინათის მასტერეზე რიშარ გასკესთან წააგო. იანვრის შემდეგ ენდი მხოლოდ წყვლითა თანრიგში თამაშობს, რადგან ფორმაში შევიდეს.
წელს მედიაში ბევრჯერ დაიწყერა, რომ მარეი კარიერას დაასრულებდა.