ცნობილი ფრანგი ფეხბურთელი ფრანკ რიბერი ფლორენციის „ფიორენტინას“ უახლოვდება. Sky Sport-ის ინფორმაციით, 36 წლის ფეხბურთელმა იტალიურ გუნდთან შეთანხმებას მიაღწია და ოთხშაბათს იტალიაში ელოდებიან.
რიბერი „ფიორენტინას“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება, ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს და სეზონში 4 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.
როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, ფრანგმა „იებს“ 7-ნომრიანი მაისურიც მოსთხოვა, რომელიც ახლახან ჩილელმა ნახევარმცველმა ერიკ პულგარმა მოირგო, რომელიც „ფიორენტინამ“ „ბოლონიადან“ შეიძინა.
შეგახსენებთ, რომ რიბერიმ მიმდინარე ზაფხულს მიუნხენის „ბაიერნი“ დატოვა, სადაც 12 წლის განმავლობაში თამაშობდა.