ფეხბურთი

12:16 | 20.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ნევილმა სანჩესს „კატასტროფა“ უწოდა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა კაპიტანმა, გარი ნევილმა, თავისი აზრი გამოთქვა ჩილელი შემტევის, ალექსის სანჩესის შესახებ, რომელმაც მანკუნიანელთა რიგებში ჩატარებულ 45 მატჩში მხოლოდ 5 ბურთი გაიტანა.

„ძალიან გამიხარდა, როცა გუნდში მოვიდა. ის მიზანმიმართული თავდამსხმელია. მაგრამ ეს კატასტროფაა, წარმოდგენა არ მაქვს, რა დაემართა. თითქოს ორნი არიანო, „არსენალსა“ და „ბარსელონაში“ სულ სხვა ადამიანი იყო. „მაჩესტერში“ კი ვერ ვცნობ.“ - უთხრა ნევილმა Sky Sports-ს.

სავარაუდოდ, სანჩესი მალე დატოვებს „მანჩესტერს“ და მილანის „ინტერში“ გადავა, სადაც მისი ხილვა პირადად მთავარ მწვრთნელ ანტონო კონტეს სურს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116297