ფეხბურთი

11:51 | 20.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

„დორტმუნდმა“ სანჩოს ხელფასი გაუორმაგა

გასულ სეზონში წარმატებული გამოსვლისთვის, დორტმუნდის „ბორუსიის“ ხელმძღვანელობამ, ჭაბუკ ინგლისელ გარემარბს, ჯეიდონ სანჩოს ხელფასი გაუორმაგა და ახლა ის 6 მილიონ ევროს შეადგენს წელიწადში.

Bild-ის ცნობით, დორტმუნდელთა ხელმძღვანელობა ასე იმიტომ მოიქცა, რომ 19 წლის ფეხბურთელი სხვა გუნდში არ წავიდეს. არადა, მისით პსჟ, მადრიდის „რეალი,“ „ბარსელონა,“ „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „მანჩესტერ სიტი“ ყოფილან დაინტერესებული.

ჯეიდონი „დორტმუნდში“ 2017 წელს გადავიდა. გასულ სეზონში მან 34 მატჩი ითამაშა ბუნდესლიგაში, 12 ბურთი გაიტანა და 14 საგოლე პასი შეასრულა.

0.132525