ფეხბურთი

11:23 | 20.08.2019 | ნანახია 939 - ჯერ

პოგბა ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მეპენალტეა პრემიერლიგის ისტორიაში

წუხელ, პრემიერლიგის მეორე ტურის მატჩში, „მანჩესტერმა“ „ვულვერჰემპტონთან“ ფრედ 1:1 ითამაშა. პოლ პოგბამ პენალტი მოინადირა, თუმცა მასპინძელთა მეკარემ, რუი პატრისიუმ აუღო.

სტატისტიკის მიხედვით, ფრანგი ნახევარმცველი, პრემიერლიგის ცუდ პენალტისტთა რიცხვს მიეკუთვნება.

მათ შორის, ვისაც ინგლისის უმაღლეს ლიგაში 10 თერთმეტმეტრიანი მაინც დაურტყამს, ვერგატანების მხრივ, პოგბა მეექვსე ადგილზეა. მას 11 დარტყმიდან 7-ჯერ გაუტანია (ვერგატანის 36%). პირველ ადგილზე კი ხუან პაბლო ანხელია - 10 დარტყმიდან 5 გატანილი (50%). მეორეზე კი რიად მაჰრეზი - 12 დარტყმიდან 7 გატანილი (42%).


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

00:25 | 21.08.2019
federer (17) (15576)

ვინ აძალებს მერე ამ ჩემისას იმის კეთებას რაც არ იცის. გოლების დაგრივება უნდა პოგბას და ცდულობს გებით შეინარჩუნოს სუპერსტარის სტატუსი.

17:14 | 20.08.2019
ბაბუ პერესი (16691)

თანამედროვე ფეხბურთში მეკარეები ისე არიან მომზადებული არაა გასაკვირი ამდენი თერთმეტმეტრიანები რომ იმაზება.მე-20 საუკუნეში ახლანდელთან შედარებით ძლივს გორავდნენ მეკარეები პენალტის დროს,ნახტომის ნატამალი არ ქონდათ შესაბამისად გატანაც მარტივი იყო.დღეს პენალტს რომ შევეშვათ სრულიად უცნობი მეკარე ისეთ მკვდარ ბურთს გამოაძრობს გაოცებული დარჩები.მოკლედ თანამედროვე ფეხბურთის შედარება უბრალოდ არ შეიძლება თუნდაც 30 წლის წინანდელ ფეხბურთთან,გაცილებით რთულია დღეს ბურთის გატანაც და თამაშიც ნებისმიერი საფეხბურთო თვალსაზრისით.

17:25 | 20.08.2019
O. Mertskhali (8101)

+

0.125397