ფეხბურთი

10:49 | 20.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

„იუვენტუსი“ მზადაა ნეიმარს წელიწადში 37 მილიონი გადაუხადოს

სანამ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა დაიხურება, ვინ იცის, ნეიმარის სახელს რომელ კლუბს აღარ დაუკავშირებენ. ჩანს, „პარი სენ-ჟერმენში“ ის ნამდვილად აღარ დარჩება. ბოლო ინფორმაციით, ბრაზილიელის გადასაბირებლად ბრძოლაში „იუვენტუსიც“ ჩაერთო - წერს ესპანური AS.

ტურინული კლუბი მზადაა ნეიმარს წელიწადში 37 მილიონი ევრო გადაუხადოს. სწორედ ამდენს გამოიმუშავებს ბრაზილიელი პსჟ-ში. იტალიელები პარიზელებს 100 მილიონ ევროს და არგენტინელ პაულო დიბალას სთავაზობენ, რომლის სატრანსფერო ფასი დაახლოებით 80 მილიონია. შეგახსენებთ, რომ ნეიმარის გადაბირება „ბარსელონას“ და მადრიდის „რეალსაც“ სურთ.

გასულ სეზონში 27 წლის თავდამსხმელს დიდი ნაწილი ტრავმის გამო გაუცდა. ჯამში პსჟ-ის მაისურით, მან 28 მატჩი ითამაშა, 23 ბურთი გაიტანა და 13 საგოლე პასი შეასრულა. პარიზელებმა ის 2017 წელს იყიდეს „ბარსელონასგან“ 222 მილიონ ევროდ.

0.118958