ფეხბურთი

10:18 | 20.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

მენდი „რეალის“ საერთო ჯგუფში დაბრუნდა

მადრიდის „რეალის“ მცველმა ფერლან მენდიმ, ტრავმა მოიშუშა და საერთო ჯგუფში დაბრუნდა - წერს ესპანური Marca. ერთი თვის წინათ, მან კუნთი დაიზიანა და ვარჯიშს ახლაღა შეუდგა, თუმცა სრულფასოვან წვრთნებში ჯერ ვერ მონაწილეობს.

შეგახსენებთ, რომ 24 წლის ფრანგი მცველი „ლიონიდან“ „რეალში“ ამ ზაფხულს გადავიდა. მის ტრანსფერში „სამეფო კლუბმა“ 48 მილიონი ევრო გადაიხადა. კონტრაქტი კი 2025 წლის 30 ივნისამდეა გათვლილი.

0.11769