თამაშგარე

9:47 | 20.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ტიბო კურტუას ყოფილი ცოლი ემუქრება

ბელგიელი გოლკიპერის, ტიბო კურტუას ყოფილი ცოლი მარტა დომინგესი
ქმარყოფილზე ისეთი გაბრაზებულია, არაა გამორიცხული, რომ ერთ არც ისე
მშვენიერ დღეს ადგეს, მძლავრი მუტრუკნი დაიქირავოს და ტიბო საკუთარი
შვილების წინაშე ისე აბეგვინოს, ვითარცა ცნობილ ქართულ ფილმ “უძინართა
მზეშია“.

ტიბოს და მარტას ორი შვილი ჰყავთ და მას შემდეგ, რაც კურტუა სახლიდან

წავიდა (შემდეგ თავადაც აღიარა, რომ საყვარლები ცოლის ყოლის დროსაც
ბლომად დაუდიოდა) დღე არ გავა ისე, რომ დომინგესის ქალმა სკანდალებზე
მონადირე ჟურნალისტებთან თავის ყოფილ ქმარზე მწარე-მწარეები არ
ილაპარაკოს.
სასამართლო სულ მალე იქნება და ევროპული სასამართლოს პრაქტიკას თუ
გავითვალისწინებთ დიდი შანსია, რომ ტიბო კურტუას ყოფილმა ცოლმა
გვერდების დაბეჟვით და იდაყვების გადაყვლეფით ნაშოვნი ქონების ნახევარი
წაართვას. აბა რა ეგონა? მარტო კარში დგომა, სექსი და ბალღების კეთება ხომ
არაა ჭეშმარიტი ფლანდრიელი კაცის საქმე?...

0.133684