„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა, ულე-გუნარ სულშერმა, „ვულვერჰემპტონთან“ პრემიერლიგის მეორე ტურის მატჩის შესახებ (1:1) ჟურნალისტებს თავისი აზრი გაუზიარა.
„თავიდან ბურთს ვაკონტროლებდით, გოლიც გავიტანეთ. მაგრამ ვიცოდით, რომ მეორე ტაიმში „ვულვზი“ ისე ითამაშებდა, თითქოს მათი სახლი იწვოდა. საპასუხო გოლი კი დაიმსახურეს. ვფიქრობდი, თამაშის სადავეებს ისევ ჩვენ დავეუფლებოდით და გავიმარჯვებდით, მაგრამ არ გამოგვივიდა.
ჩენ ახალგაზრდა გუნდი გვყავს და ბევრს ვსწავლობთ. პენალტიც მოვიპოვეთ, მაგრამ ზოგჯერ მეკარეები ძალიან კარგად თამაშობენ.“ - ციტირებს სულშერის სიტყვებს BBC.