შვედეთის ალსვენსკანის მე-20 ტურში გიორგი ხარაიშვილი საგოლე პასით გამოირჩა. ქართველი ფეხბურთელის „გიოტებორგმა“ სტუმრად „ჰელსინგბორგი“ 2:1 დაამარცხა და ჩვენებურმა მნიშვნელოვან სამ ქულაში თავისი წვლილიც შეიტანა.
ხარაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა და 71-ე წუთზე, როდესაც მისი გუნდი მარცხდებოდა, რობინ სოდერს საგოლე პასი გაუკეთა. დარჩენილ დროში ლურჯ-თეთრებმა მეორეც გაიტანეს და 2:1 იმარჯვეს.
„გიოტებორგს“ ოცი ტურის თავზე 35 ქულა აქვს დამ მეექვსე ადგილზეა. ხარაიშვილის აქტივში კი მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 19 მატჩში 3 გოლი და 7 საგოლე პასია.