ფეხბურთი

17:08 | 19.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

სულშერი: "პოგბა ჩვენთან რჩება"

პოლ პოგბა „მანჩესტერ იუნაიტედში“ დარჩება. აღნიშნულ ცნობას „წითელი ეშმაკების“ მთავარი მწვრთნელი ოლე გუნარ სულშერი ავრცელებს. ნორვეგიელი სპეციალისტის განცხადებით, ფრანგი ახალ სეზონსაც „ოლდ ტრაფორდზე“ გაატარებს.

„ყოველ პრესკონფერენციაზე მის შესახებ ერთი და იგივეს მეკითხებიან. ჩემი აზრით, ჩვენთან რჩება, ეჭვი არ მეპარება. შეშფოთების საფუძველი არ მაქვს. არ არსებობს პრესკონფერენცია, როდესაც ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არ მიწევს, მაგრამ მანამც რამდენჯერმე თქვა, რომ აქ ბედნიერია“, - აღნიშნა სულშერმა.

შეგახსენებთ, რომ პოგბა მთელი ზაფხული გამოხატავდა გუნდის დატოვების სურვილს. ფეხბურთელს კი ყველაზე მეტად „რეალსა“ და „იუვენტუსს“ უკავშირებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110853