ფეხბურთი

14:30 | 19.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბათუმის სტადიონის მშენებლობა 2020 წლის იანვარში დასრულდება

ბათუმის ცენტრალური სტადიონის მშენებლობა 2020 წლის აგვისტოს ნაცვლად, 7 თვით ადრე, 2020 წლის იანვარში დასრულდება. ამ სასიხარულო ინფორმაციას სტადიონის ფეისბუქგვერდი ავრცელებს.

როგორც ირკვევა, მოედნის მშენებლობა დასკვნით ფაზაზე გადავიდა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შიდა სარემონტო სამუშაოები და იგეგნევა მოედნის საფარის დაგება.
ამავდროულად, “შპს სტადიონის” მენეჯმენტი მშენებელი კომპანია “ანაგის“, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და უეფას წარმომადგენლებს შეხვდა და მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოები განიხილა.
აღსანიშნავია, რომ უკვე შესრულებული სამუშაოები სრულად შეესაბამება უეფას სტანდარტებსა და მოთხოვნებს. სტადიონის მშენებლობის ვადაზე ადრე დასრულება სწორედ მიმდინარე ტემპიდან გამომდინარე იგეგმება.
ვთქვათ ისიც, რომ აჭარაში სპორტული ტურიზმის განვითარების კვლევაზე მსოფლიოს წამყვანი საკონსულტაციო კომპანია “პროპროჯექტი“ (PROPROJEKT) მუშაობს. პროექტის შუალედური დასკვნა უკვე მომზადებულია.
“შპს სტადიონის” დირექტორი ჯაბა სურმანიძე და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე თორნიკე კუჭავა ფრანკფურტში იმყოფებოდნენ და სპორტული ტურიზმის ექსპერტებთან და სპეციალისტებთან ოფიციალურ შეხვედრები გამართეს.
კუჭავა და ჯაბა სურმანიძე ფრანკფურტის 50 000 მაყურებელზე გათვლილი სტადიონის “კომერცბანკ არენას“, ასევე 20 000 მაყურებელზე გათვლილი ოფენბახის სტადიონის მენეჯერებს შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეებს შორის საუბარი სტადიონის მართვის თანამედროვე, ეფექტურ მოდელს შეეხო.
ვიზიტის ფარგლებში განხორციელდა ჰაიდელბერგის ოლიმპიური სახეობებისა და ლაიმენის მძლეოსანთა სპორტულ კომპლექსების, მათი ინფრასტრუქტურის და მართვის მოდელის გაცნობა.
ფრანკფურტის სტადიონის მმართველმა კომპანიამ ბათუმის საფეხბურთო სტადიონის ეფექტური ფუნქციონირების კუთხით გამოცდილების გაზიარების მზაობა გამოთქვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.143378