ჩოგბურთი

14:55 | 19.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ცივაძე წყვილთა ტურნირის ჩემპიონია

ქართველი ჩოგბურთელი გიორგი ცივაძე უკრაინულ ირპინში გამართული 15-ათასიანი ტურნირის წყვილთა თანრიგის გამარჯვებული გახდა.

ცივაძესა და მის პარტნიორ ვლადისლავ ორლოვს (უკრაინა) ტიტულის მოსაგებად 4 მატჩის მოგება დასჭირდათ.
მე-2 ნომრად განთესილი ქართულ-უკრაინული დუეტი ფინალში მე-3 განთესვის მქონე ყაზახურ-ბულგარულ წყვილს (საგადატ აიაპი-ვასკო მლადენოვი) გადაეყარა და 1:6, 6:3, 10:5 იმარჯვა.
გიორგიმ უკრაინიდან ბელარუსის დედაქალაქ მინსკს მიაშურა და მიმდინარე კვირაში მორიგ 15-ათასიან ტურნიში ითამაშებს.

0.144009