ჩოგბურთი

16:10 | 19.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

კალაშნიკოვა ბრონქსს დაემშვიდობა

ქართველი ჩოგბურთელი ოქსანა კალაშნიკოვა აშშ-ს ქალაქ ნიუ იორკში დაწყებულ საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 250 ათასი დოლარი) ჩაერთო, თუმცა, ასპარეზობა მალევე დაასრულა.

NYJTL Bronx Open-ს ერთეულთა კვალიფიკაციაში ოქსანა “უაილდ ქარდით” მოხვდა, თუმცა, ჩინელ ინინ დუანთან ვერაფერი გააწყო – 2:6, 1:6.
წყვილთა შეჯიბრში კალაშნიკოვა და ამერიკელი მარია სანჩესი უკრაინელ ლუდმილა კიჩენოკსა და ყაზახ გალინა ვოსკობოევას გაეჯიბრნენ და 2:6, 7:5, 6:10 წააგეს.
კალაშნიკოვას მორიგი სამიზნე აშშ-ს ღია პირველობის წყვილთა გათამაშება იქნება.

0.118627