ანტუან გრიზმანს „ბარსელონაში“ 7 ნომრის აღებაზე უარი უთხრეს. საქმე ისაა, რომ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის რეგულაციები კრძალავს ნომრის შეცვლას მას მერე, რაც თუნდაც ერთ ოფიციალურ შეხვედრას ჩაატარებს სხვა ნომრით.
გრიზმანმა კი, „ბილბაოსთან“ 17-ნომრიანი მაისურით თამაში მოასწრო.
მოგეხსენებათ, ფრანგის „ბარსელონაში“ გადასვლის მომენტში 7 ნომერი ფილიპე კოუტინიოს საკუთრებაში იყო, მაგრამ ბრაზილიელმა გუნდი ორი დღის დატოვა.
მიუხედავად ამისა, მინიმუმ შემდეგ სატრანსფერო ფანჯრამდე გრიზმანი 17 ნომრით ითამაშებს, ხოლო 7 ნომერი თავისუფალი იქნება.