თამაშგარე

10:19 | 19.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ნიკოლ შეზინგერი სპორტსმენს-სპორტსმენზე იცვლის

როგორც ჭორთმოყვარენი ვარაუდობდნენ, ამერიკელი მომღერალი ნიკოლ შეზინგერი თავის უკანასკნელ გულისსწორს, ბულგარელ მეჩოგნეს, გრიგორ დიმიტროვს საბოლოოდ მაინც გაშორდა და ახლა მთელი მსოფლიოს ბულვარული მედია და შესაბამისად მისი მკითხვლი ამ ამბის გარჩევით ირთობს თავს.

ისე, კაცმა (ან თუნდაც ქალმა) რომ თქვას დიდი უცნაური ვინმეა ეს ნიკოლ შეზინგერი. ყველა იმაზე ღლიცინებს, რომ ამერიკელი მომღერალი საყვარელებს ცხვირსახოცებივით მალი-მალ იცვლის და თან მისი გულისსწორების აბსოლუტური უმრავლესობა ცნობილი და წარმატებული სპორტსმენები არიან.

თუ არ გახსოვთ შეგახსნებთ, რომ ნიკოლი სანამ მეჩოგნე დიმიტროვს გადაეყრებოდა, ფორმულა ერთის ბრიტანელ პილოტს, ლუის ჰამილტონს ხვდებოდა, რომელთანაც მხოლოდ ერთი წელი გაატარა. ცოტა ხნის მანძილზე კი მისი ტრფიალების საგანი შვეიცარიელი ფეხბურთელი, პაიტიმ კასიმი იყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114078