ისტორია

9:49 | 19.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

19 აგვისტო მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1934. დაიბადა კობა წაქაძე. თხილამურებით ტრამპლინიდან მხტომელი. საბჭოთა კავშირის ექვსგზის ჩემპიონი (1953, 1956, 1960, 1962, 1969, 1972). სსრკ ხალხთა სპარტაკიადის ჩემპიონი (1961). სამჯერ ფლობდა საკავშირო თასს (1968, 1970, 1971). მონაწილეობდა მსოფლიოს რვა ჩემპიონატში (ოთხჯერ 70 მეტრიან და ოთხჯერ გიგანტურ ტრამპლინზე). ზამთრის ოთხი ოლიმპიადის მონაწილე. 1956 წელი (კორტინა დ’ამპეცოს ზამთრის მეშვიდე ოლიმპიური თამაშები): 30-ე ადგილი ტრამპლინიდან ხტომაში; 1960 წელი (სკვო ველის ზამთრის მერვე ოლიმპიადა): მეცხრე ადგილი; 1964 წელი (ინსბრუკის ზამთრის მეცხრე ოლიმპიადა): 27-ე ადგილი 90 მეტრიანი ტრამპლინიდან ხტომაში; 1972 წელი (საპოროს ზამთრის მეთერთმეტე ოლიმპიადა): მეცხრე ადგილი 70 მეტრიანი ტრამპლინიდან ხტომაში, 35-ე ადგილი 90 მეტრიანი ტრამპლინიდან ხტომაში.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1900. პარიზის ოლიმპიადაზე კრიკეტში თამაშების ისტორიაში პირველი და ჯერჯერობით უკანასკნელი მატჩი ჩატარდა.

1922. ჩოგბურთში აშშ-ის ღია პირველობის ქალთა ტურნირის ფინალში, მოლა მელორიმ ელენ მუდი 6:3, 6:1 დაამარცხა და შეჯიბრების რიგით 36-ე ჩემპიონი გახდა.

1932. ჩოგბურთში აშშ-ის ღი პირველობის ქალთა ტურნირის ფინალში, ელენ ჯეკობსმა კაროლინ ბებკობი 6:2, 6:2 დაამარცხა და შეჯიბრების რიგით 46-ე ჩემპიონი გახდა.

1933. ჩოგბურთში აშშ-ის ღია პირველობის ქალთა ტირნირის ფინალში, ელენ ჯეკობსმა ელენ მუდი 8:6, 3:6, 3:0 დაამარცხა (მუდმა ორთაბრძოლის გაგრძელებაზე უარი განაცხადა) და შეჯიბრების რიგით 47-ე გამარჯვებული გახდა.

1934. ჩოგბურთი აშშ-ის ღია პირველობის ქალთა ტურნირის ფინალში, ელენ ჯეკობსმა სარა ფაბიანი დაამარცხა (8:6, 3:6, 3:0) და შეჯიბრების რიგით 48-ე ჩემპიონი გახდა.

1955. ამერიკის შეერთებულ შტატებში იმპორტირებულ ველოსიპედებზე საბაჟო გადასახადი 50 პროცენტით გაიზარდა.

1973. ესპანეთის სამხრეთით მდებარე ქალაქ უელვაში მიმდინარე “კარაველას თასის” გათამაშების ფინალში თბილისის “დინამომ” ლისაბონის “ბენფიკა” 3:1 დაამარცხა და ტურნირის მთავარი პრიზი, “კარაველას თასი” მოიპოვა. ქართველთაგან გოლები ვლადიმერ გუცაევმა (2) და დავით ყიფიანმა გაიტანეს. “დინამო”: დავით გოგია, რევაზ ძოძუაშვილი, ფირუზ კანთელაძე, ვახტანგ ჭელიძე, შოთა ხინჩაგაშვილი, მანუჩარ მაჩაიძე (ზურაბ წერეთელი), ზორბეგ ებრალიძე, კახი ასათიანი, ვლადიმერ გუცაევი, დავით ყიფიანი (ბესარიონ მჭედლიშვილი), ლევან ნოდია. გუნდს ალექსანდღე კოტრიკაძე წვრთნიდა.

1982. ამერიკელმა მძლეოსანმა რენალდო ნეჰემიამ 110 მეტრზე თარბრჯენით რბენაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (12.93).

1985. საფეხბურთო მატჩების მსვლელობისას მაყურებელთა ხულიგნური გამოხტომების წინააღმდეგ ევროპული კონვენცია მიიღეს. ამ კონვენციის მიღების აქტუალობა დღის წესრიგში განსაკუთრებით მწვავედ იმავე წლის 27 მაისის შემდეგ დადგა, როცა ჩემპიონტა თასის ფინალის დაწყებამდე ცნობილი ტრაგიკული მოვლენები განვითარდა ბრიუსელის “ეიზელის” სტადიონზე. “ლივერპულისა” და ტურინის “იუვენტუსის” შეხვედრამდე მომხდარ ჩხუბს ჭყლეტა მოჰყვა, რამაც 39 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

1988. ჰოკეის ეროვნული ლიგის კლუბმა “ნიუ იორკ რეინჯერსმა” კონტრაქტი გააფორმა კანადისა და მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშე, ფორვარდ გი ლეფლერთან.

1992. შრი ლანკასა და ავსტრალიის კრიკეტისტთა ეროვნულ ნაკრებთა შეხვედრაში რომეშ კალუვიტარანამ (შრი ლანკას გუნდის წევრი) 132 ქულა გააკეთა.

1995. ამერიკელმა ბრუს სელდონმა სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის ჯო ჰიპი მეათე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა და მოკრივეთა თKO ასოციაციის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

1995. სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის მსოფლიოს ექსჩემპიონი მაიკ ტაისონი გარკვეული პაუზის შემდეგ რინგს დაუბრუნდა და პიტერ მაკნილი 38-ე წამზე ნოკაუტით დაამარცხა.

1998. თბილისის “დინამომ” ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში, ბილბაოს “ატლეტიკი” 2:1 დაამარცხა. ქართველთაგან გოლები ლევან ხომერიკმა და ლევან ცქიტიშვილმა გაიტანეს. “დინამო”: გვარამაძე, მახარაძე, დიდავა, ჯელაძე, გუჩუა, ცქიტიშვილი, კიკნაძე, ალექსიძე, აშვეთია, მუჯირი (მელქაძე), ხომერიკი (გიორგი შენგელია). გუნდს მურთაზ ხურცილავა წვრთნიდა.

1998. საქართველოს ეროვნულმა გუნდმა უკრაინის ფეხბურთელთა ნაკრებთან 0:4 წააგო. კიევში ჩატარებულ შეხვედრას 13500 მაყურებელი დაესწრო. საქართველო: ტოგონიძე (გვარამაძე), დიდავა (სილაგაძე), კალაძე, შეყილაძე, ცქიტიშვილი, კობიაშვილი, ნემსაძე (წერეთელი), ჯამარაული, ქეცბაია, ქინქლაძე, იაშვილი (დემეტრაძე).

2008. პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე ამერიკელმა მოცურავე მაიკლ ფელპსმა ოქროს მერვე მედალი მოიგო და ამ მაჩვენებლით ოლიმპიადების ყველა დროის რეკორდსმენი გახდა. უწინდელი მიღწევა, 7 ოქროს მედალი ასევე ამერიკელ მოცურავე მარკ სპიტცს ეკუთვნოდა, რომელმაც ამ შედეგს მიუნხენის 1972 წლის თამაშებზე მიაღწია.

2009. კალათბურთელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში საქართველოს ნაკრებმა თბილისში ირლანდიას 98:73 სძლია. ქართველთაგან ყველაზე შედეგიანები გიორგი ცინცაძე (19 ქულა) და ტაირონ ელისი (18) იყვნენ.

ამ დღეს დაიბადნენ

1911. შანდორ ბირო. 1932-46 წლებში უნგრეთის საფეხბურთო ნაკრების მცველი. მსოფლიოს 1938 წლის ფინალისტი. უნგრეთის ნაკრებში ჩაატარა 54 მატჩი.

1914. ლაიოშ ბაროტი (კრატოხვილი). 1920-40-იანი წლების უნგრელი საფეხბურთო ფორვარდი. აქტიური სამოთამაშეო კარიერის დასრულების შემდეგ მწვრთნელი გახდა და უნგრეთის ნაკრების დამრიგებელი იყო. მადიართა ეროვნული გუნდი 117-ჯერ გაიყვანა საასპარეზოდ, რაც ამ ქვეყნის ნაკრების საუკეთესო შედეგია. უნგრელებს 1964 წელს ოლიმპიური თამაშები მოაგებინა და ოთხჯერ მსოფლიოს ჩემპიონატების დასკვნით სტადიაზე გაიყვანა. ბუდაპეშტის “ვაშაშსა” და ლისაბონის “ბენფიკას” უნგრეთისა და პორტუგალიის ჩემპიონობა მოაპოვებინა.

1922. ლეოპოლდ (პოლ) ანული. 1947-54 წლებში ბელგიის საფეხბურთო ნაკრების ფორვარდი. მსოფლიოს 1954 წლის ჩემპიონატის მონაწილე. ბელგიის ნაკრებში ჩაატარა 48 მატჩი, გაიტანა 20 გოლი. ბელგიის სამგზის ჩემპიონი.

1934. კობა წაქაძე. თხილამურებით ტრამპლინიდან მხტომელი. საბჭოთა კავშირის ექვსგზის ჩემპიონი (1953, 1956, 1960, 1962, 1969, 1972). სსრკ ხალხთა სპარტაკიადის ჩემპიონი (1961). სამჯერ ფლობდა საკავშირო თასს (1968, 1970, 1971). მონაწილეობდა მსოფლიოს რვა ჩემპიონატში (ოთხჯერ 70 მეტრიან და ოთხჯერ გიგანტურ ტრამპლინზე). ზამთრის ოთხი ოლიმპიადის მონაწილე. 1956 წელი (კორტინა დ’ამპეცოს ზამთრის მეშვიდე ოლიმპიური თამაშები): 30-ე ადგილი ტრამპლინიდან ხტომაში; 1960 წელი (სკვო ველის ზამთრის მერვე ოლიმპიადა): მეცხრე ადგილი; 1964 წელი (ინსბრუკის ზამთრის მეცხრე ოლიმპიადა): 27-ე ადგილი 90 მეტრიანი ტრამპლინიდან ხტომაში; 1972 წელი (საპოროს ზამთრის მეთერთმეტე ოლიმპიადა): მეცხრე ადგილი 70 მეტრიანი ტრამპლინიდან ხტომაში, 35-ე ადგილი 90 მეტრიანი ტრამპლინიდან ხტომაში.

1934. უილიამ კლირი. აშშ-ის ჰოკეისტთა ნაკრების ცენტრფორვარდი. 1956 წლის ზამტრის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. 1960 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე მოიპოვა ვერცხლის მედალი.

1936. ელ ოერტერი. ამერიკელი მძლეოსანი. ზედიზედ ოთხ ოლიმპიადაზე, ბადროს ტყორცნაში მოიპოვა ოქროს მედალი (1956, 1960, 1964, 1968). 1959 წელს გახდა პანამერიკული თამაშების ჩემპიონი.

1937. რიჰარდ მიოლერ-ნილსენი. 1950-60-იანი წლების დანიელი საფეხბურთო მცველი. თავი სამწვრთნელო ასპარეზზე უფრო გამოიჩინა, როდესაც 1992 წელს დანიის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონი გახადა.

1938. სვენ-უვე ოლსონი. 1950-70-იან წლებში შემტევი სტილის შვედი საფეხბურთო ჰავბეკი. მსოფლიოს 1958 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. შვეციის ჩემპიონი (1958).

1938. ვალენტინ მანკინი. საბჭოთა აფროსანი. “ფინის კლასში” 1968 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1944. უგო გატი (უგო ორლანდო გატი). არგენტინის ნაკრების, “რივერ პლეიტის” (1964-68), “ჰიმნასია ესგრიმას” (1969-74), “სანტა ფეს” (1974-76), “ბოკა ხუნიორსის” (1976-88) მეკარე. მსოფლიოს 1966 წლის ჩემპიონატის მონაწილე. არგენტინის ნაკრებში ჩაატარა 18 მატჩი. არგენტინის სამგზის ჩემპიონი. 1982 წელს დაასახელეს არგენტინის საუკეთესო ფეხბურთელად. “ბოკა ხუნიორსის” შემადგენლობაში ორჯერ მოიგო ლიბერტადორესის (1977, 1978), ერთხელაც საკონტინენტთაშორისო (1978) თასი. “ბოკას” შემადგენლობაში ჩაატარა 381 მატჩი, გაიტანა ერთი გოლი. ხშირად გადიოდა საჯარიმო მოედნის გარეთ, რის გამოც გულშემატკივრებმა “ელ ლოკო” (“გადარეული”) შეარქვეს.

1944. მორდეხაი შპინგლერი. 1960-70-იან წლებში ებრაელი ფორვარდი. დაიბადა სსრკ-ში და მოგვიანებით ისრაელში გადასახლდა. ამ ქვეყნის ნაკრებში 61 მატჩი ჩაატარა და გაიტანა 25 გოლი. მსოფლიოს 1970 წლის ჩემპიონატის მონაწილე. შპინგლერი ისრაელის ნაკრების ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც მუნდიალზე გოლის გატანა შეძლო. მიჩნეულია ისრაელის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად. კარიერის მიწურულს ერთი სეზონი ნიუ იორკის “კოსმოსში” გაატარა.

1954. რუსუდან სიხარულიძე. ქართველი სპორტული ტანმოვარჯიშე. 1974 წელს მსოფლიოს ჩემპიონატზე, გუნდურ ასპარეზობაში მოიპოვა ჩემპიონის ტიტული. ცალკეულ იარაღებზე ვარჯიშში საბჭოთა კავშირის სამგზის ჩემპიონი (1970, 1973, 1974).

1956. სერჯიო ბრიო. 1970-80-იანი წლების იტალიელი საფეხბურთო მცველი. კარიერის დიდი ნაწილი გაატარა ტურინის “იუვენტუსში”. ამ გუნდის შემადგენლობაში მოპოვებული აქვს ჩემპიონთა, თასების, უეფას და საკონტინენტთაშორისო თასები. იტალიის ოთხგზის ჩემპიონი. ორჯერ ფლობდა იტალიის თასს, ერთხელ – ევროპის სუპერთასს.

1957. ჩეზარე პრანდელი. იტალიელი ფეხბურთელი და მწვრთნელი. 1979-85 წლებში გამოდიოდა “იუვენტუსში” და სამჯერ მოიპოვა იტალიის ჩემპიონობა. წვრთნიდა “ლეჩეს”, “ვერონას”, “ვენეციას”, “პარმას” (2002-04), “რომას” (2004). 2005-10 წლებში ფლორენციის “ფიორენტინას” მთავარი მწვრთნელი იყო. ამჟამად იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელია.

1959. რიკი პირსი. აშშ-ის საკალათბურთო ნაკრების, ნბა-ს კლუბების “ინდიანა პეისერზისა” და “მილუოკი ბაქზის” გამთამაშებელი-მსროლელი. 1984 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1964. ვალერი ტიხონენკო. საბჭოთა კავშირის საკალათბურთო ნაკრების ფორვარდი. 1988 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1967. საიდ ალ-ოვაირანი. 1990-იანი წლების საუდის არაბეთის საფეხბურთო ნაკრების ფორვარდი. მსოფლიოს 1994 და 1998 წლების მსოფლიოს ჩემპიონატების მონაწილე. 1994 წელს დაასახელეს აზიის საუკეტესო ფეხბურთელად. 1992, 1993, 1996 წლებში საუდის არაბეთის უძლიერეს მოთამაშედ სცნეს. შეყვანილია აზიის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელთა ათეულში.

1971. მერი ჯო ფერნანდესი. წარმოშობით დომინიკის რესპუბლიკელი ჩოგბურთელი ქალი. გამოდიოდა აშშ-ის სახელით. ატლანტის 1996 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. მოგებული აქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი ტურნირი. აპერტურასა და კლაუსურას ჩემპიონატების მრავალგზის გამარჯვებული. სამჯერ დაეუფლა ლიბერტადორისის, ორჯერ საკონტინენტთაშორისო თასს. არგენტინის ნაკრებში ჩაატარა 49 მატჩი.

1972. რობერტო აბონდანსიერი. არგენტინის ნაკრების, “როსარიო სენტრალის”, “ხეტაფეს”, “ბოკა ხუნიორსის” მეკარე.

1973. მარკო მატერაცი. იტალიის ნაკრების, “პერუჯასა” და მილანის “ინტერის” (2001-11) მცველი. მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონი. იტალიის ნაკრებში ჩაატარა 41 მატჩი, გაიტანა 2 გოლი. იტალიის ხუგზის ჩემპიონი (2006, 2007, 2008, 2009, 2010). 2010 წელს მოიპოვა ჩემპიონთა ლიგის თასი. მცველთაგან სერია A-ს ერთ სეზონში გატანილი აქვს ყველაზე მეტი (12) გოლი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113688